საქართველო კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა, ეს არის რეალობა - ირაკლი ფავლენიშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი ეხმაურება საქართველოს პრემიერ -მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ამჟამად ევროკავშირთან ურთიერთობების სტატუსი არ არის საკმარისად პოზიტიური, თუმცა ხელისუფლების სურვილია, ურთიერთობები დალაგდეს“.
„თუ „დიფ სთეითი“ არის მთელი დასავლეთი, მაშინ ირაკლი კობახიძე ან მისი გუნდის სხვა წევრები ვისზე საუბრობენ, ეს ხომ გაურკვეველია. საქმე მარტივია, დასავლეთს ვერ დავუკავშირდებით თუ გავაგრძელებთ დიქტატურის ჩაბეტონებას, პარტიების აკრძალვას, კრიტიკული აზრის დაფიქსირების აკრძალვას ნებისმიერ სივრცეში იქნება ეს ამბიონი, ქუჩა, თუ სოციალური ქსელი.
სინამდვილეში ყველაფერი უფრო მარტივია - იმისთვის, რომ ევროპასთან დავახლოვდეთ, ინტეგრაციის პროცესი განახლდეს, ის ცვლილებებია საჭირო, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია.
საქართველო კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა. ეს არის რეალობა“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.