გენაცვალეთ, ბიჭებო. ყველას აჩვენეთ, რას ნიშნავს ნამდვილი ქართული სული - ბერა ივანიშვილი
ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა აბუ დაბიში მერაბ დვალიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას და „ინსტაგრამზე“ მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
ბერა ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს და მის მეგობარ საბა ლაზიშვილს მხარდაჭერას უცხადებს.
„გენაცვალეთ, ბიჭებო. ყველას აჩვენეთ, რას ნიშნავს ნამდვილი ქართული სული. ჭრილობები შეხორცდება, მაგრამ მსოფლიო არასოდეს დაივიწყებს მეორე მხარის სიმხდალეს.
კავკასიაში ჩვენ გვაქვს სიტყვა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ზურგიდან ეპარებიან მათ, ვისაც რაოდენობით აღემატებიან…“, – წერს ბერა ივანიშვილი.
ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ აბუ დაბიში RAF-ისთვის ინტერვიუს ჩაწერის დროს დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები მოულოდნელად თავს დაესხნენ. დაპირისპირების შედეგად დვალიშვილმა და მისმა მეგობარმა დაზიანებები მიიღეს.