სამართალი
    2026-11-13 | 08:44

    ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დღეს 12:00 საათიდან განახლდება

    ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დღეს 12:00 საათიდან განახლდება

    საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების’’ კონსტიტუციური სარჩელის არსებით განხილვას განაგრძობს. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

    საკონსტიტუციო სასამართლო შეკითხვების ეტაპზე რჩება და სასამართლო კითხვებს კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დაუსვამს.

    ამასთან, როგორც ცნობილია, კითხვა-პასუხის ეტაპი სავარაუდოდ, მომდევნო კვირის სამშაბათამდე გაგრძელდება.

    ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.