საზოგადოება
    2026-11-16 | 08:42

    დღის კალენდარი - 16 ნოემბერი

    დღის კალენდარი - 16 ნოემბერი

    წლის 320-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 45 დღე.

    საეკლესიო კალენდარი

    (სახარების საკითხავები 24-ე შვიდეულისა).

    ღირსისა ნიკოლოზისა, ქართველთა მნათობისა, აკოლუთიათა აღმწერელისა (1308); განახლება ტაძრისა წმიდისა დიდისა მოწამისა გიორგი კაპადოკიელისა, იოპიის ლიდაში (IV ); მღვდელმოწამეთა: აკეფსიმე ეპისკოპოსისა, იოსებ ხუცისა და აითალა დიაკონისა (IV); ღირსისა აკეფსიმესი (IV); მართლისა სნანდულიასი. (IV).

    დაიბადნენ:

    1717 _ ჟან ლერონ დ’ალამბერი, ფრანგი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი, ენციკლოპედისტი, გარდაიცვალა 1783 წელს.

    1766 _ რუდოლფ კრეიცერი, ფრანგი მევიოლინე, კომპოზიტორი, გარდაიცვალა 1831 წელს.

    1853 - ილია ალხაზიშვილი, ქართველი მწერალი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე

    1854 _ გიორგი ზდანოვიჩი, ქართველი პუბლიცისტი, ეკონომისტი, გარდაიცვალა 1917 წელს.

    1873 _ ვილიამ ქრისტოფერ ჰენდი, ამერიკელი კომპოზიტორი, `ბლუზის მამა”, გარდაიცვალა 1958 წელს.

    1880 _ ალექსანდრ ბლოკი, რუსი პოეტი, გარდაიცვალა 1921 წელს.

    1892 _ კირილე ზდანევიჩი, ქართველი ფერმწერი და ხელოვნების მკვლევარი, გარდაიცვალა 1967 წელს.

    1895 _ პაულ ჰინდემითი, გერმანელი კომპოზიტორი, მუსიკის თეორეტიკოსი, დირიჟორი, მევიოლინე. გარდაიცვალა 1963 წელს.

    1907 _ პეტრე ამირანაშვილი, ქართველი მომღერალი (ბარიტონი), გარდაიცვალა 1976 წელს.

    1910 - გიორგი შავგულიძე,  ქართველი მსახიობი (გ.1959)

    გარდაიცვალნენ:

    1272 _ ჰენრი III, ინგლისის მეფე.

    1632 _ გუსტავი II ადოლფი, შვეციის მეფე.

    1903 - დიმიტრი მაჩხანელი, ქართველი მწერალი, პუბლიცისტი (დ. 1861).

    1934 _ კარლ ლინდე, გერმანელი ფიზიკოსი და ინჟინერი, ფილოსოფიის დოქტორი.

    1955 _ ელენე დონაური (მარჯანიშვილი),  მსახიობი.

    1976 _ ალექსანდრე კალანდაძე, არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

    2007 - გოდერძი ჩოხელი, ქართველი მწერალი (დ. 1954).

    მოვლენები:

    506 წელი _ ქალაქ დვინში ჩატარდა ქართლის, სომხეთისა და ალბანეთის ეკლესიების საერთო კრება.

    1776 წელი _ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დროს ჩრდილოეთ ამერიკაში ბრიტანეთის ჯარებმა ხელში ჩაიგდეს ვაშინგტონის ფორტი.

    1848 წელი _ ლონდონში თავისი უკანასკნელი კონცერტი გამართა დიდმა პოლონელმა კომპოზიტორმა ფრედერიკ შოპენმა.

    1855 წელი _ რუსეთის ჯარებმა აიღეს თურქეთის ციხესიმაგრე ყარსი.

    1869 წელი _ ოფიციალურად გაიხსნა სუეცის არხი, რომლის მშენებლობაც 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

    1877 წელი _ რუსეთისა და ქართველთა გაერთიანებულმა ლაშქარმა აიღო არტანუჯი.

    1907 წელი _ ოკლაჰომა ამერიკის 46-ე შტატი გახდა.

    1933 წელი _ სსრკ-სა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა.

    1945 წელი -  შეიქმნა იუნესკო.

    1964 წელი _ ქუვეიტში მიიღეს პირველი კონსტიტუცია.

    1965 წელი _ გაუშვეს ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური `ვენერა 3“, რომელიც  1966 წლის 1 მარტს დაეშვა ვენერას ზედაპირზე.

    1988 წელი _ პაკისტანის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა სახალხო პარტიამ, ბენაზირ ბჰუტოს ხალმძღვანელობით.

    1993 წელი - საქართველოს სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას მხედრიონის მებრძოლეებმა აიღეს სოფელი დარჩელი და გადაწვეს 27 საცხოვრებელი სახლი.

    1996 წელი _ დაღესტნის ქალაქ კასპიისკში აფეთქების შედეგად ჩამოინგრა ცხრასართულიანი სახლის ორი სადარბაზო, სადაც ცხოვრობდნენ რუს მესაზღვრეთა ოჯახები. დაიღუპა 68 ადამიანი.