სოცმედია
    2026-11-16 | 15:19

    ულიდერო პარტია კოჭლი ცხვარივით არის, თითქოს ყველაფერი აქვს : მატყლიც, ხორციც, რძეც, მაგრამ ზადი აქვს, კოჭლია - ნატო ჩხეიძე

    ულიდერო პარტია კოჭლი ცხვარივით არის, თითქოს ყველაფერი აქვს : მატყლიც, ხორციც, რძეც, მაგრამ ზადი აქვს, კოჭლია - ნატო ჩხეიძე

    ყოფილი პარლამენტარი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს:

    “ახალი პარტია დაფუძნდა ჩვენში, - “ მოძრაობა სოციალური დემოკრატიისათვის”, თავმჯდომარე არ ჰყავსო და პოლიტსაბჭო მართავსო.

    პარტიას რომ თავმჯდომარე არ ეყოლება და გუნდმა უნდა მართოს, - ულიდერო პარტიაა.

    პოლიტსაბჭოს წევრებიდან როგორც ჩანს, ვერც ერთი ვერ იკვეთება და თანაბრობა ირჩიეს.

    ულიდერო პარტია ნაკლებ მომხიბლავი იქნება ამომრჩევლისთვის,

    თანამოაზრე საბჭოს წევრებმა რომელიმეს ღირსების აღიარება თუ ვერ შეიძლეს, ნაკლები მოლოდინია რაიმე თემაზე შეთანხმების და შესაბამისად დროული გადაწყვეტილების მიღებისა.

    ლიდერის პიროვნული ტიპაჟი პარტიის ხაზსაც განაპირობებს ხოლმე და გეზსაც:)),

    ულიდერო პარტია კოჭლი ცხვარივით არის, თითქოს ყველაფერი აქვს : მატყლიც, ხორციც, რძეც, მაგრამ ზადი აქვს, კოჭლია.

    ვნახოთ, რა და როგორ იქნება ამ ახალ მოძრაობა/ პარტიაში”.

    მსგავსი სტატიები