დღის კალენდარი - 18 ნოემბერი
წლის 322-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 43 დღე.
საეკლესიო კალენდარი
ხსენება მოწამეთა: გალაქტიონისა და ეპისტიმიასი (III); მოწამეთა: პატროვისა, ერმისა, ლინისა, გაიოზისა და ფილოლოგისა, — სამეოცდაათთაგანთა (I); წმიდა გრიგოლისა — ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსისა (IX).
დაიბადნენ:
1720 - ერეკლე II, საქართველოს მეფე.
1786 – კარლ ვებერი, გერმანელი კომპოზიტორი, გერმანული რომანტიკული ოპერის ფუძემდებელი.
1787 – ლუი ჟაკ დაგერი, ფრანგი მხატვარი, ფიტოგრაფიის ერთ-ერთი შემქმნელი.
1832 – ნილს ადოლფ ნორდენშელდი, შვედი გეოლოგი, არქტიკის მკვლევარი, გემით პირველმა გაიარა გასასვლელი ატლანტიკის ოკეანიდან წყნარ ოკეანეში.
1901 – ჯორჯ გელაპი, ამერიკელი სტატისტიკოსი, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მეთოდიკის ავტორი.
1921 – ჭაბუა ამირეჯიბი, მწერალი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 2013 წელს.
1927 – ელდარ რიაზანოვი, რუსი კინორეჟისორი, მსახიობი, დრამატურგი, სცენარისტი.
1928 – ოთარ გორდელი, კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1994 წელს.
1943 _ თემურ ჩხეიძე, რეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 2022 წელს.
1951 – დავით ყიფიანი, გამოჩენილი ფეხბურთელი, გარდაიცვალა 2001 წელს.
გარდაიცვალნენ:
1868 – ჯოაკინო როსინი, იტალიელი კომპოზიტორი.
1827 – ვილჰელმ ჰაუფი, გერმანელი მწერალ-მეზღაპრე, დაიბადა 1802 წელს.
1846 _ ალექსანდრე ჭავჭავაძე, პოეტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი. დაიბადა 1786 წელს.
1856 – მიხაილ ვორონცოვი, კავკასიის მთავარმართებელი, დაიბადა 1782 წელს.
1886 – ალან არტურ ჩესტერი, აშშ-ს 21-ე პრეზიდენტი, დაიბადა 1821 წელს.
1922 – მარსელ პრუსტი, ფრანგი მწერალი, დაიბადა 1871 წელს.
1940 _ ივანე ჯავახიშვილი, ისტორიკოსი, თბილისის უნივერსიტეტის დაარსების მოთავე. დაიბადა 1876 წელს.
1952 – პოლ ელუარი, ფრანგი პოეტი, დაიბადა 1895 წელს.
1962 – ნილს ბორი, დანიელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, დაიბადა 1885 წელს.
1969 – ჯოზეფ კენედი, ამერიკელი ბიზნესმენი, პრეზიდენტს ჯონ კენედის მამა.
1971 – ალექსანდრ ტვარდოვსკი, რუსი პოეტი, საზოგადო მოღვაწე.
მოვლენები:
1626 წელი – რომის პაპმა ურბან VIII-მ აკურთხა წმიდა პეტრეს ტაძარი, რომლის მშენებლობაზე მუშაობდნენ რაფაელი, მიქელანჯელო, ბრამანტე.
1853 წელი – რუსულმა ფლოტმა ადმირალ პაველ ნახიმოვის სარდლობით გაანადგურა თურქეთის ესკადრა.
1865 წელი – დაიბეჭდა მარკ ტვენის პირველი მოთხრობა.
1868 წელი – დმიტრი მენდელეევის თაოსნობით შეიქმნა რუსეთის ქიმიის საზოგადოება.
1918 წელი – ლატვიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა.
1928 წელი – ნიუ-იორკში გაიმართა პირველი ხმოვანი მულტფილმის პრემიერა ყველასთვის საყვარელი მიკი-მაუსის მონაწილეობით.
1977 წელი – აშშ-ში, ტეხასის შტატში გაიხსნა ქალების პირველი ნაციონალური კონფერენცია.
ღირსსახსოვარი დღეები:
უზბეკეთი — დროშის დღე.
ჰაიტი – ვეტერანების დღე.
მაროკო — დამოუკიდებლობის დღე.
ლატვია — რესპუბლიკის დღე.