კომენტარი
    2026-11-18 | 14:24

    „ლელო“ ვერ უარყოფს ომში ჩართვის მცდელობებს, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჰქონდა - ნინო წილოსანი

    „ლელო“ ვერ უარყოფს ომში ჩართვის მცდელობებს, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჰქონდა - ნინო წილოსანი

    პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის განცხადებით, „ლელო“ რამდენიმე წლის წინ რუსეთთან ომში საქართველოს ჩართვისკენ მიმართული ინიციატივებით გამოდიოდა, რასაც პარტია დღეს ვერ უარყოფს.

    წილოსანის თქმით, „ლელოს“ წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვებზე საკუთარ წარსულ განცხადებებს ეწინააღმდეგებიან, თუმცა მათი პოზიციები და ინიციატივები საარქივო მასალებშია ასახული.

    „ლელოს“ ახალი ბრენდინგი აქვს. ეს არის დიდი ასოებით დაწერილი „მატყუარა“ და „ცრუ“. ამიტომ ამის ფარგლებში ალბათ უკვე ყველაფერს იკადრებენ, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვებზე ვხედავთ, როგორ ეწინააღმდეგებიან თავისივე ნათქვამ განცხადებებს და როგორ ეწინააღმდეგებიან არქივს, რომელიც ნათლად ადასტურებს, რომ როგორც დამატებითი სანქციების შემოღება უნდოდათ რუსეთის წინააღმდეგ და ამისთვის არა მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ, არამედ რეზოლუციაც კი დააინიცირეს პარლამენტში.

    ამავდროულად, რა თქმა უნდა, მოგვიწოდებდნენ, რომ უკრაინისთვის გვებრძოლა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გვებრძოლა მოხალისეების გაგზავნით და მათი მხრიდან შემოთავაზებული ის მაპროვოცირებელი მოქმედებები ძალიან კარგად ვიცით სად მიგვიყვანდა. ამიტომ „ლელო“ ვერ უარყოფს იმ ანტიქართულ და ომში ჩართვის მცდელობებს, რომელიც მათ სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ ჰქონდათ და მათი განცხადებები ვერ გადაფარავს ამ ტყუილებს“, – განაცხადა წილოსანმა.

    შეგახსენებთ, რომ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ტყუილი და ცილისწამება უწოდა.

    მსგავსი სტატიები