საზოგადოება
    2026-11-19 | 11:13

    თბილისში, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

    თბილისში, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

    ქვემო ფონიჭალაში, გაზის აფეთქების შედეგად ჩამონგრეულ სადარბაზოში, ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება - ნანგრევებიდან სამი ადამიანი უკვე გამოიყვანეს. აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე მოხდა. ამ წუთებში მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები შენობაში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოდ გამოსაყვანად. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.