საზოგადოება
    2026-11-20 | 19:58

    მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფონიჭალაში დაზარალებულ 28 ოჯახს შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს - ბიძინა ივანიშვილი

    მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფონიჭალაში დაზარალებულ 28 ოჯახს შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს - ბიძინა ივანიშვილი

    „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინა ივანიშვილი მწუხარებას გამოხატავენ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო.

    ამასთან, როგორც სამძიმრის წერილშია აღნიშნულია, ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს გადასცემენ.

    „ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს ტკივილს. მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე, რის გამოც მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს. ეს არის ის მცირედი დახმარება, რაც გვსურს გამოვხატოთ უდიდესი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს“, – ნათქვამია სამძიმარში.

    მსგავსი სტატიები