პოლიტიკა
112-ის ხელმძღვანელებმა ევროპის საგანგებო ნომრის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორი ნიკა გელაშვილი, მოადგილესთან - მაია გიორგაძესთან ერთად, ევროპის საგანგებო ნომრის ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში გაიმართა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაზე საქართველო მიწვეული იყო, როგორც ერთ-ერთი სპიკერი ქვეყანა.
„112“-ის დირექტორის მოადგილემ, მაია გიორგაძემ კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა პროექტი - „ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სამედიცინო ბრიგადების დისპეტჩერიზაციის ოპტიმიზაცია“.
პროექტის ფარგლებში, შემუშავდება პროგრამა, რომელიც შემოსული ზარის საფუძველზე მოახდენს ინციდენტის რისკისა და სიმძიმის შეფასებას, დაადგენს ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას, გამოთვლის სამედიცინო ბრიგადის შემთხვევის ადგილზე დაყოვნების სავარაუდო დროს, განახორციელებს სწრაფ და ეფექტურ დისპეტჩერიზაციას. პროგრამის დანერგვის შედეგად შემცირდება სამედიცინო ბრიგადების ლოდინის დრო და გაიზრდება მათი მუშაობის ხარისხი.
კონფერენციაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო სხვადასხვა ქვეყანაში, გადაუდებელი დახმარების სფეროში არსებული გამოწვევების მიმოხილვას და რეკომენდაციების გაზიარებას.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია“ (EENA-European Emergency Number Association) 1999 წელს, ქალაქ ბრიუსელში შეიქმნა.
ასოციაციის მიზანია გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის - 112-ის დანერგვა ევროპის მასშტაბით და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების ეფექტური მუშაობის ხელშეწყობა.
საქართველო ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ოფიციალური და სრულუფლებიანი წევრი 2013 წლის 3 სექტემბერს გახდა.
საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი - ევროკომისიის ანგარიში
19 დეკემბერი, 2025 , 20:48
სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს
19 დეკემბერი, 2025 , 17:13
ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა
19 დეკემბერი, 2025 , 09:02
მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა
18 დეკემბერი, 2025 , 15:27
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს მთავრობას - კაია კალასი
18 დეკემბერი, 2025 , 15:15
ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუჭერთ მხარს მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკისა, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს - შალვა პაპუაშვილი
18 დეკემბერი, 2025 , 14:21


