უახლესი ამბები
- 24.02.2026 17:33თბილისის პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა
- 24.02.2026 17:00სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი
არქივი
კომენტარი
2008 წლის ომის თაობაზე გაკეთებული განცხადება არის პირადად სალომე ზურაბიშვილის პოზიცია - დავით ზალკალიანი
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ნათქვამი, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო, მისი პირადი პოზიციაა.
„ „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა განცხადება, რომ მას არ ჰყავს პრეზიდენტობის კანდიდატი. აქედან გამომდინარე, ეს 2008 წლის ომის თაობაზე გაკეთებული განცხადება არის პირადად სალომე ზურაბიშვილის პოზიცია“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ზალკალიანის თქმით, მისი საკუთარი პოზიციაა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო.
„არაერთხელ განმიცხადებია როგორც საკუთარი, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია, რომ 2008 წელს რუსეთის მხრიდან განხორციელდა აგრესია, რასაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა. ეს არის პოზიცია, რომელსაც მუდმივად ვაფიქსირებდით; პოზიცია, რომელსაც ჩვენ მუდმივად გამოვხატავთ ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ყველა ჩვენ განცხადებაში; პოზიცია, რაზეც ვსაუბრობთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში“, – განაცხადა ზალკალიანმა.
საკვანძო სიტყვები:
კახა კალაძე ჟურნალისტს - 2011 წელს, როცა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, მანდ დაგამთავრათ ყველანი, მანდ დამთავრდა თქვენი ბოგინი ამ ქვეყანაში
23 თებერვალი, 2026 , 16:01
ნულს პლუს ნული უდრის ნულს, ეს არის მარტივი მათემატიკური ფორმულა, აქედან გამომდინარე, როგორც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მაინც დარჩება იმად, რაც არის დღეს - ირაკლი კობახიძე
23 თებერვალი, 2026 , 13:12
პანდემიის რთული პერიოდის შემდეგ სოციალურად დაუცველთა ბაზა არ გაჯანსაღებულა, ამიტომ რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია - კახა კალაძე
20 თებერვალი, 2026 , 17:03
გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი და ამ მაგალითზეც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი - ირაკლი კობახიძე
19 თებერვალი, 2026 , 19:03
პრემიერი გახარიას პარტიაზე: ინტელექტუალური რესურსი - ნული, ყველანაირი რესურსი - ნული, ლიდერი თავს აფარებს გერმანიას იმისათვის, რომ თავიდან აირიდოს შესაძლო სამართლებრივი პასუხისმგებლობა
19 თებერვალი, 2026 , 18:48
არ გამოვრიცხავთ, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას, ასევე ალტერნატიული მექანიზმების გამოყენებას, როგორიც არის თუნდაც ალტერნატიული ქსელების წახალისება - ირაკლი კობახიძე
19 თებერვალი, 2026 , 18:41




