უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 თებერვალი, 2026 12:12
font-size

როცა დოკუმენტები პოლიტიკაზე მეტს ამბობენ - სეიედ ალი მოჯანი

თუკი არქივებს მივცემთ საუბრის შესაძლებლობას, პოლიტიკა იძულებული გახდება ნაჩქარევი მსჯავრის გამოტანაზე ხელი აიღოს და ისტორიულ აღქმას დაემორჩილოს, ხოლო ეს, ალბათ, პირველი ნაბიჯი იქნება ჩვენს რეგიონში უფრო რაციონალური, ჰუმანური და მდგრადი მომავლის შესაქმნელად, - ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, სეიედ ალი მოჯანიმ განაცხადა.

ელჩის თქმით, წარსულის დოკუმენტური და ყოვლისმომცველი გააზრება არა ტრავმების გამეორებისთვის, არამედ მომავალი თაობების ცნობიერების ასამაღლებლად და თანაცხოვრების, სოციალური გამძლეობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად არის აუცილებელი.

„ჩემი ერთ-ერთი მთავარი ინტერესი დროის იმ ხანმოკლე პერიოდში, რაც თბილისში ვასრულებ სამსახურეობრივ მისიას, ირან–საქართველოს ურთიერთობების ისტორიისა და დოკუმენტების შესწავლაა. თითქმის ყოველ შაბათ-კვირას სისტემატურად ვეცნობი ისტორიულ წყაროებს. ახლახან დავასრულე საქართველოს ეროვნული არქივის ერთ-ერთი დოკუმენტის ხელახალი დამუშავება, რომელიც 1705 წლის 26 მარტით თარიღდება და სეფიანთა ეპოქას ეკუთვნის.

დოკუმენტი ეხება თბილისის ერთ-ერთი აბანოსთან დაკავშირებულ სამართლებრივ დავას. აღნიშნული აბანო ადრე ეკუთვნოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და იქიდან მიღებული შემოსავალი მონასტერში ბერების საარსებო სახსარს ხმარდებოდა. იმდროინდელმა ერთ-ერთმა სახელმწიფო მოხელემ, ისლამური ვაკფის მოტივებით, ეს აბანო საკუთრებაში გადაიფორმა. საქართველოს ეკლესიის პატრიარქმა ეს ამბავი გაასაჩივრა. მისი საჩივრის შემდეგ ირანის სამეფო კარზე საკითხი განიხილეს და სეფიანთა შიიტმა შაჰმა, დაადგინა რა პრეტენზიის უსაფუძვლობა, ისპაჰანიდან გასცა ბრძანება, რომ აბანო დაუყოვნებლივ ჩამოერთმიათ აღნიშნული პირისთვის და დაებრუნებინათ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიისათვის, ხოლო მისი შემოსავალი კვლავ ძველი წესის მიხედვით მოხმარებოდა ეკლესიის საჭიროებებს.

ეს მაგალითი იმიტომ კი არ მოგვიყვანია, რომ წარსული შევაფასოთ, არამედ იმიტომ, რომ ყურადღება გავამახვილოთ ისტორიის დოკუმენტური და მრავალმხრივი გააზრების აუცილებლობაზე. სეფიანთა მმართველობის შეფასება საქართველოში სერიოზულ კვლევას საჭიროებს, რომელიც უნდა დაეფუძნოს ავთენტურ წყაროებს, ასევე ირანელ და ქართველ მკვლევართა ერთობლივ თანამშრომლობას. მხოლოდ ასეთი მიდგომით არის შესაძლებელი ერთიანი, სამეცნიერო და სანდო ნარატივის ჩამოყალიბება და სტერეოტიპების, ბრალდებებისა და იდეოლოგიური ინტერპრეტაციების თავიდან აცილება.

ისტორია არ არის პოლიტიკური განაჩენების სივრცე; იგი ადამიანის გამოცდილების გააზრების სფეროა დროის კონტექსტში, გამოცდილებისა, სადაც გეოგრაფიული და კლიმატური ფაქტორები, ასევე ძალაუფლების სტრუქტურები ერთდროულად მოქმედებს. ისტორიკოსს მხოლოდ ამ სირთულეების გათვალისწინებით შეუძლია სწორად აღიქვას წარსული.

როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს საქართველოში და როგორც ირანისა და მისი მეზობელი ქვეყნების ისტორიის სფეროში მრავალწლიანი კვლევითი გამოცდილების მქონეს, მჯერა, რომ დადგა დრო ორ ქვეყანას შორის ღრმა აკადემიური დიალოგის დასაწყებად. ერთობლივი კვლევითი მექანიზმების, განსაკუთრებით ისტორიული კვლევების კომიტეტების შექმნა, ხელს შეუწყობს არქივების სისტემურ შესწავლას და საერთო ისტორიული ნარატივის მეცნიერულად გამყარებას.

წარსულის დოკუმენტური და ყოვლისმომცველი გააზრება არა ტრავმების გამეორებისთვის, არამედ მომავალი თაობების ცნობიერების ასამაღლებლად და თანაცხოვრების, სოციალური გამძლეობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად არის აუცილებელი. ირანისა და მისი მეზობლების მომავალი ურთიერთობები ვერ აშენდება კულტურული მემკვიდრეობის მითვისებაზე ან წარსულის ემოციურ ინტერპრეტაციებზე; ისინი შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ სიღრმისეული აღქმის, აკადემიური დიალოგისა და საერთო ადამიანური გამოცდილების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების საფუძველზე.

თუკი არქივებს მივცემთ საუბრის შესაძლებლობას, პოლიტიკა იძულებული გახდება ნაჩქარევი მსჯავრის გამოტანაზე ხელი აიღოს და ისტორიულ აღქმას დაემორჩილოს, ხოლო ეს, ალბათ, პირველი ნაბიჯი იქნება ჩვენს რეგიონში უფრო რაციონალური, ჰუმანური და მდგრადი მომავლის შესაქმნელად“, - აღნიშნავს სეიედ ალი მოჯანი.

ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს

13 მარტი, 2026 , 08:52

ეუთო "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს.   ანგარიშში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენებია განხილული და რეკომენდაციებია მოცემული. დოკუმენტის თანახმ

„ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

12 მარტი, 2026 , 15:53

ევროპარლამენტმა რეზოლუცია „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ 438 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუციის თანახმად:ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს ელ

შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი - ირაკლი კობახიძე

12 მარტი, 2026 , 15:28

შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტ

მიხეილ ყაველაშვილი პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა

10 მარტი, 2026 , 12:49

მიხეილ ყაველაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტს, პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. &bdqu

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღეს

10 მარტი, 2026 , 11:55

ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიტანა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევი

ირაკლი კობახიძემ მოჯტაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა

10 მარტი, 2026 , 11:20

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი