უახლესი ამბები
- 22.11.2024 13:07აღწერა 2024-ის ფარგლებში თვითრეგისტრაციის პროცესი 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება - „საქსტატი“
- 22.11.2024 12:49საქართველოს ბანკის პლატფორმას Businesscourse.ge სარესტორნო ბიზნესის მართვის კურსი დაემატა
- 22.11.2024 12:01ბრაკონიერმა თეთრიწყაროში, ფიტარეთის მონასტრის მიმდებარედ შველი მოკლა
- 22.11.2024 11:01აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
არქივი
საზოგადოება
2014-2017 წლებში აფხაზ და ოს პაციენტებზე 17 მილიონ ლარამდე დაიხარჯა - IDFI
2014-2017 წლებში, აფხაზი და ოსი პაციენტების სამედიცინო ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფარვის პროგრამის ფარგლებში სულ დაიხარჯა 16,935,074.81 ლარი, ხოლო სამედიცინო მომსახურება სულ 6,188-მა პაციენტმა მიიღო. - ამის შესახებ წერია IDFI-ის ანგარიშში ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტების სამედიცინო მომსახურების ხარჯების შესახებ.
არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2014-2017 წლების სტატისტიკური მონაცემების მოთხოვნით მიმართა.
მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2014-2017 წლებში სახელმწიფო სამედიცინო დახმარებით მოსარგებლეებს შორის მეტი აფხაზი (3,595) იყო, ვიდრე ოსი (2,650). შესაბამისად, აფხაზი პაციენტების სამედიცინო მომსახურებაზე უფრო მეტი თანხა დაიხარჯა (აფხაზ პაციენტებზე – 9,759,689 ლარი, ოს პაციენტებზე – 8,098,078 ლარი).
2014 წელს - აფხაზ პაციენტებზე - 1.5 მილიონი ლარი დაიხარჯა, ოსებზე - 1.7 მილიონი ლარი; 2015 წლის მონაცემებით აფხაზებზე - 2.3 მილიონი, ხოლო ოსებზე - 2.2 მილიონი ლარი გამოიყო; 2016 წელს აფხაზ პაციენტებზე 3.2 მილიონი იყო გამოყოფილი; ოსებზე კი - 2.6 მილიონი ლარი. რაც შეეხება 2017 წლის მონაცემებს, 8 ნოემბრამდე აფხაზ პაციენტებზე 2.7 მილიონი, ხოლო ოსებზე 1.7 მილიონი ლარი იყო გამოიყო.
2014-2016 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებით მოსარგებლე პაციენტების რაოდენობა 2.4-ჯერ გაიზარდა, ხოლო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა თითქმის გაორმაგდა. ამავე პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამედიცინო ტრანსპორტირებით მოსარგებლე პაციენტების რაოდენობა 50%-ით გაიზარდა.
ყველაზე ხშირად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტები ქართულ სამედიცინო დაწესებულებებს მონკოლოგიის, ონკოჰემატოლოგიის დაავადების შემთხვევაში და მედიკამენტების მოთხოვნით მიმართავენ.
ცნობისთვის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.