უახლესი ამბები
- 22.11.2024 13:07აღწერა 2024-ის ფარგლებში თვითრეგისტრაციის პროცესი 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება - „საქსტატი“
- 22.11.2024 12:49საქართველოს ბანკის პლატფორმას Businesscourse.ge სარესტორნო ბიზნესის მართვის კურსი დაემატა
- 22.11.2024 12:01ბრაკონიერმა თეთრიწყაროში, ფიტარეთის მონასტრის მიმდებარედ შველი მოკლა
- 22.11.2024 11:01აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
არქივი
საზოგადოება
2017 წელს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 3599 ქალი და 497 კაცი გახდა - IDFI-ის კვლევა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოში ოჯახში ძალადობის სტატისტიკა გამოაქვეყნა.
2013-2018 წლების სტატისტიკით, ამ პერიოდში ძალადობის 6.464 შემთხვევა დაფიქსირდა, ასევე ჯანმრთელობის დაზიანების 172 ფაქტი და მკვლელობის 89 ფაქტი გამოვლინდა.
ოჯახში ძალადობის კუთხით ყველაზე მეტი - 1779 შემთხვევა ფიქსირდება თბილისში, მეორე ადგილზეა იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი 1106 შემთხვევით, მესამეზეა კახეთი 784 შემთხვევით.
IDFI-ის მონაცემებით, 2015 წლიდან ოჯახში ძალადობის შემთხვევათა რაოდენობა ყოველწლიურად 50%-ით იზრდებოდა, რაც მეტყველებს მომართვიანობის მკვეთრ ზრდაზე.
პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა ყველაზე მეტად 2015 და 2017 წელს გაიზარდა. 2013 წელს პოლიციამ გამოსცა სასამართლოს მიერ დამტკიცებული 224 შემაკავებელი ორდერი, 2014 წელს - 817, 2015 წელს - 2598, 2016 წელს - 2877, ხოლო 2017 წელს - 4370, ხოლო 2018 წლის 19 აპრილის მდგომარეობით - 1513.
2017 წლის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის ჩამდენთა (მოძალადეებს) შორის კაცები (3492 პირი) ქალებს (393) მკვეთრად სჭარბობენ.
ოჯახური ძალადობის მსვერპლები უფრო ხშირად ხდებიან ქალები. 2017 წლის მონაცემებით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 3599 ქალი და 497 კაცი გახდა.