უახლესი ამბები
- 21.11.2024 17:39საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან
- 21.11.2024 17:29სტუდენტებმა თსუ-ს ეზოში კარვები გაშალეს
არქივი
საზოგადოება
2017 წლის 1 მარტიდან საყოველთაო და კერძო დაზღვევის პაკეტების მომხმარებლები ერთმანეთს გაემიჯნებიან
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები იგეგმება. კერძოდ, ეს ეხება საყოველთაო და კერძო პაკეტების ერთმანეთისგან გამიჯვნას.
ძველი წესის თანახმად, იმის დადგენა, სარგებლობდა თუ არა მოქალაქე კერძო დაზღვევით, 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ხდებოდა. სამინისტროს თქმით, ვინც არ იყენებდა კერძო დაზღვევას, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარები გახდნენ. რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც სარგებლობდნენ კერძო დაზღვევით, მაგრამ შემდგომ სამსახურის დაკარგვის ან სხვა მიზეზის გამო შეუწყდა კერძო დაზღვევა, მხოლოდ საყოველთაო დაზღვევის პროგრამის მხოლოდ მცირე პაკეტით სარგებლობდნენ.
დაფიქსირდა ორმაგი დაზღვევის შემთხვევებიც, როცა ის მოქალაქეები, რომლებიც საყოველთაო დაზღვევის ბენეფიციართა ბაზის შექმნის დროს არ სარგებლობდნენ კერძო დაზღვევით, შემდგომ ამ კერძო პოლისის მომხმარებლები გახდნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 120 000 ადამიანს, ვინც ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის მინიმალური პაკეტით სარგებლობენ, საშუალება ეძლევათ, სრულიად ისარგებლონ ამ დაზღვევით.
ცვლილებების თანახმად, ბენეფიციართა ახალი სიის შექმნა 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მოხდება, ხოლო მათი ამოქმედება 2017 წლის 1 მარტიდან დაიწყება.
ანა მებურიშვილი