უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 ნოემბერი, 2024 12:54
font-size

საქართველოს ბანკის ESG მიმართულების ხელმძღვანელი გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე (COP29) პანელურ დისკუსიებში მონაწილეობდა

საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ოსაძე გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (COP29) მხარეთა 29-ე კონფერენციაზე, ორ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა.

პირველი პანელური დისკუსია - „ფინანსური სექტორის წვლილის ზრდა კლიმატის ტრანზიციის პროცესში განვითარებად ბაზრებსა და ეკონომიკებში“ მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გაიმართა.

ამ შეხვედრაზე ანა ოსაძემ საქართველოს ბანკის პრაქტიკაზე ისაუბრა მდგრადი დაფინანსების მიმართულებით. მან მიმოიხილა ის გამოწვევები, რომლებიც მონაცემების ნაკლებობას უკავშირდება. მისი საუბარი, ასევე, შეეხო მთავარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც მდგრადი დაფინანსების კუთხით არსებობს და განიხილა სამომავლო გეგმებიც, რომლებიც ბანკს მდგრადობის მიმართულებით აქვს განსაზღვრული.

ამ დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ:

სატოში იკედა, იაპონიის ფინანსური სერვისების სააგენტოს უფროსი მდგრადი ფინანსების მიმართულებით,

კონსტანცა შალშა, BPN Paribas-ის მდგრადი კორპორაციული და ინსტიტუციური საბანკო მიმართულების ხელმძღვანელი

მაიტე პინა, Lendable-ის მდგრადი დაფინანსების ხელმძღვანელი.

მეორე პანელურ დისკუსიაზე - „მდგრადი დაფინანსება: გამჭვირვალობა და ანგარიშგება“, ანა ოსაძემ საქართველოს ბანკში დანერგილი ინიციატივების შესახებ ისაუბრა. პანელი ორგანიზებული იყო გაერო-ს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ.

პანელური დისკუსიის მონაწილეებმა მკაფიო ანგარიშგების, რეგულაციების შესაბამისობისა და მდგრად დაფინანსებაში პასუხისმგებლიანი ინვესტირების პრაქტიკების შესახებ იმსჯელეს.

სესიაზე ასევე განხილული იყო საუკეთესო პრაქტიკები, გამოწვევები და ახალი სტანდარტები, რომლებიც აძლიერებს ანგარიშვალდებულებას და ორგანიზაციებს მდგრადი ფინანსური ინიციატივების განხორციელებაში ეხმარება.

ამ პანელზე მონაწილეობა მიიღო გაერო-ს გლობალური შეთანხმების აზერბაიჯანის ქსელის ქვეყნის მენეჯერმა, სამირ მამადოვმა, აზერბაიჯანის მეწარმეობის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოსმან ხალიევმა, თურქეთის განვითარების საინვესტიციო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, იბრაჰიმ ოზთოფმა და Freedom Holding Corp-ის მდგრადობის მთავარმა ოფიცერმა ბაგლანა მუსინამ.

"მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (COP29) მხარეთა 29-ე კონფერენციაში და ვყოფილიყავი ორი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი დისკუსიის სპიკერი. მდგრადი დაფინანსების საკითხი დროთა განმავლობაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. იგი დაკავშირებულია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კულტურის ჩამოყალიბებასთან, რომელიც ორგანიზაციებს მდგრადობასა და დადებითი გარემოსდაცვითი და სოციალური გავლენის მოხდენაში გვეხმარება. პანელურ დისკუსიაში ჩვენ ვისაუბრეთ მკაფიო, სტანდარტიზებული ანგარიშგების და მდგრადი ფინანსური ეკოსისტემის შექმნაზე. ასევე, მდგრადი ინვესტიციების როლზე. „საქართველოს ბანკში“ გვჯერა, რომ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდება მდგრადი ფინანსური ეკოსისტემის ჩამოყალიბება“, - ამბობს ანა ოსაძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკში, ESG სტრატეგია ბიზნეს სტრატეგიის ნაწილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინანსური ინსტიტუტი ESG კრიტერიუმებს ითვალისწინებს როგორც ბიზნეს დაკრედიტების, ისე შემდგომი მონიტორინგის, შესყიდვებისა თუ თანამშრომლებთან ურთიერთობის დროს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების ნაწილი რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ი

20 ნოემბერი, 2024 , 16:05

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების ნაწილი რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვს.  ჯაბა სამუშია პასუხისმგებელია ყველა იმ ფაქტზე და დანაშაულებზე, რომელსაც "ქა

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები, ლექტორები და დოქტორანტები, სტუდენტების პროტესტს უერთდებიან და 19:00 საათზე თსუ-თან აქციას აანონსებენ

20 ნოემბერი, 2024 , 15:07

ჩვენი მოვალეობაა, ვიდგეთ იქ, სადაც თავისუფლებისთვის მებრძოლი სტუდენტების ხმა ისმის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ და დღეს 19:00 საათზე თსუ-თან აქცი

მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

20 ნოემბერი, 2024 , 09:41

მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. აქციის მონაწილეებმა ტერიტორია მას შემდეგ დატოვეს, რაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ მათ დროებით დაშლისკენ

რექტორატი და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია უნდა გადადგეს - “მაისის სტუდენტური მოძრაობა“

19 ნოემბერი, 2024 , 16:51

“მაისის სტუდენტურმა მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის ეზო სამართალდამცველების შეკრების ადგილი გახდა, რექტორატი და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია უნდა გადადგეს. ისინი ამბობენ, რომ  პ

სამართალდამცავებმა თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს

19 ნოემბერი, 2024 , 08:33

სამართალდამცავებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. ადგილზე იმყოფებიან პოლიციისა და დასაუფთავების სამსახურის წარმომადგენლები, რომლებსაც ტერიტორი

თბილისის მერია თსუ-ს პირველ კორპუსთან კარვების განთავსებისა და გზის გადაკეტვის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემა დროებით შეიცვალა - თბილისის მერია

18 ნოემბერი, 2024 , 13:05

თბილისის მერია სახელმწიფო უნივერსტიტეტის პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციის გამო ტრანსორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მერიის განმარტებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემ