უახლესი ამბები
- 25.11.2024 18:35ეროვნული ტრაგედიის მოწმენი ვართ, ნუ აგვიანებთ - ლაშა ბუღაძე
- 25.11.2024 18:15„პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა - ნიკა გვარამია
- 25.11.2024 18:07მადლობა ბატონ ლადოს დღევანდელი დღის დასურათხატებისთვის - თინათინ ხიდაშელი
- 25.11.2024 17:38დადექით ხალხთან ერთად არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად, კარავში გაათიეთ ღამეები, ასხივეთ თავდაჯერებულობა და სიძლიერე - ლაშა ბერულავა
- 25.11.2024 17:241 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7428 ლარი გახდა
- 25.11.2024 17:00პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა
- 25.11.2024 14:06XI მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახდა
არქივი
პოლიტიკა
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებმა 27 270 568 ლარი დახარჯეს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულმა პოლიტიკური პარტიების მონიტორინგმა გამოავლინა, რომ პარტიებმა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და წინასაარჩევნო პერიოდში ჯამურად 27 270 568 ლარი დახარჯეს.
მონიტორინგი მოიცავს 2017 წლის 1 ივნისიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი თანხა – 17 600 948 ლარი პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დახარჯა. მეორე ადგილზე დახარჯული 2 078 378 ლარით „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიკავა. 1 523 360 ლარი დახარჯა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“, 1 484 891 ლარი კი – პარტიამ „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“.
აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულმა შემოწირულობებმა ჯამურად 16 418 892 ლარი შეადგინა.
ყველაზე მეტი შემოწირულობა - 14 815 653 ლარი მმართველმა გუნდმა მიიღო, მას მოჰყვებიან „ევროპული საქართველო“ 951 834 ლარით, ენმ 122 496 ლარითა და „პატრიოტთა ალიანსი“ 66 392 ლარით.