უკან

პოლიტიკა

3 ივლისი, 2017 13:45
font-size

2017 წლის ივნისში წლიურმა ინფლაციამ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია - საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის ივნისში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,4%-ით დაიკლო, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7,1 % შეადგინა, რაც 2017 წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ივნისში ინფლაციის დონეზე იმოქმედა ფასების ცვლილებებმა შემდეგ ჯგუფებზე: 1.5%-ით შემცირდა ფასები სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,45 პროცენტული პუნქტით აისახა. ასევე ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებში: ბოსტნეული და ბაღჩეული (-9 %), რძე, ყველი და კვერცხი (-2,1 %), ზეთი და ცხიმი (-1,1 %) და ხილი და ყურძენი (-0,9 %). 2.5%-ით გაიზარდა ფასები ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,17 პროცენტული პუნქტით აისახა. 1.3%-ით გაიზარდა ფასები ალკოჰოლურ სასმელებზე, ხოლო 3.6%-ით - თამბაქოზე.

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, მასზე ყველაზე მეტად იმოქმედა ფასების ცვლილებამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, რომლის ფასები 9.5%-ით გაიზარდა, რაც 2,87 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები 15,3 %-ით მომატებულია ტრანსპორტის სფეროში, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,92 პროცენტული პუნქტით აისახა. ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ფასები 18.2%-ით გაიზარდა, რაც 1,18 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. 7.4%-ით გაიზარდა ფასები ჯანმრტელობის დაცვაზე, რაც 0,66 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი

4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება მასზე რეაქციას არ აკეთებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივან

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

4 ოქტომბერი, 2025 , 08:29

დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბან

დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება

4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც ცნობილია, რუსთაველის გამზირზე საპროტესო აქციაზე მოქალაქეები 16:00 საათიდან შეიკრიბებიან. ასევე დაგეგმილია, სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა,

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი

3 ოქტომბერი, 2025 , 19:28

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები ხვალ არ ჩატარდება, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი, არ არსებობს არანაირი გამოგლეჯის, არც რამის გამოსწორების შანსი - მე არ წავალ არჩევნებზე და ვიქნები მშვიდობიან აქციაზე, - ამის შესახ

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე

3 ოქტომბერი, 2025 , 15:34

გარემო დაძაბულია, მაგრამ მინდა ყველას მოვუწოდო, თბილისელებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ,- ამის შესახებ „ლელო-ძლიე

„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი

3 ოქტომბერი, 2025 , 15:25

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ცუდი რეზოლუცია მიიღო, რადგან ევროპის ავტორიტეტს უტევს და ყოველგვარ ევროპულს დამიზნებით ესვრის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქ