უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
დღის კალენდარი


დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
წლის 277-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 88 დღე.
საეკლესიო კალენდარი
მოციქულისა კოდრატესი, 70-თაგანისა, რომელი იყო მაღნეზიას (დაახლ. 130); მღვდელმოწამეთა იპატი ეპისკოპოსისა და ანდრია ხუცისა (დაახლ. 730-735); მღვდელმთავართა ისააკისა და მელეტისა, კვიპრელ ეპისკოპოსთა; მოწამეთა ევსევისა და პრისკესი; პოვნა წმიდათა ნაწილთა დიმიტრისა, როსტოველი მიტროპოლიტისა (1752).
დაიბადნენ:
973 _ ბირუნი, უზბეკი სწავლული, ენციკლოპედისტი, გარდაიცვალა 1048 წელს.
1141 _ ნიზამი განჯელი, პოეტი, გარდაიცვალა 1203 წელს.
1814 _ ჟან ფრანსუა მილე, ფრანგი მხატვარი, გარდაიცვალა 1875 წელს.
1847 _ ლუი ბუსენარი, ფრანგი მწერალი, გარდაიცვალა 1910 წელს.
1796 _ ჯონ რიჩარდსონი, კანადელი მწერალი, გარდაიცვალა 1852 წელს.
1867 _ შიო არაგვისპირელი, მწერალი, გარდაიცვალა 1926 წელს.
1925 _ მარლენ ხუციევი (ხუციშვილი), რუსეთელი კინორეჟისორი.
გარდაიცვალნენ:
1669 _ რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი, დიდი ჰოლანდიელი ფერმწერი.
1904 _ ფრედერიკ ოგიუსტ ბერტოლდი, ფრანგი სკულპტორი, თავისუფლების ქანდაკების ავტორი.
1947 _ მაქს პლანკი, გერმანელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.
მოვლენები:
1582 წელი _ იტალიასა და სხვა კათოლიკურ ქვეყნებში ძველი სტილის _ იულიუსის — კალენდარი შეიცვალა ახალი სტილის _ გრიგორიანული _ კალენდრით.
1675 წელი _ განთქმულმა ჰოლანდიელმა ფიზიკოსმა კრისტიან ჰიუგენსმა დააპატენტა ჯიბის საათი.
1880 წელი — დაარსდა კალიფორნიის უნივერსიტეტი.
1932 წელი _ ბრიტანეთის მანდატს ერაყის მართვაზე ვადა გაუვიდა. ერაყი გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო და შეუერთდა ერთა ლიგას.
1944 წელი _ ბრიტანეთის საბრძოლო ნაწილები საბერძნეთში გადასხდნენ.
1949 წელი — გაიხსნა გაეროს შტაბ-ბინა ნიუ იორკში.
1957 წელი _ დაიწყო კაცობრიობის კოსმიური ერა; საბჭოთა კავშირში გაუშვეს მსოფლიოში პირველი ხელოვნური თანამგზავრი.
1958 წელი _ გაიხსნა პირველი რეგულარული ტრანსატლანტიკური ავიახაზი: ლონდონი _ ნიუ-იორკი.
1965 წელი _ რომის პაპი პავლე VI ჩავიდა ნიუ იორკში, რათა სიტყვით გამოსულიყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. იგი იყო პირველი პაპი, რომელიც ამერიკას ეწვია.
1993 წელი _ მოსკოვში პრეზიდენტ ელცინის მომხრეებმა შტურმით აიღეს თეთრი სახლი და დაამარცხეს პარლამენტში მოკალათებული რეაქციული ძალები.
ღირსსახსოვარი დღეები:
ავსტრალია - შრომის დღე.
ლესოთო - დამოუკიდებლობის დღე.
ცხოველების მსოფლიო დღე.