უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 ნოემბერი, 2025 16:48
font-size

20–21 დეკემბერს Spotlight-ი ბრუნდება - ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი

20–21 დეკემბერს, Spotlight-ის რიგით მეთორმეტე ღონისძიება სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში” გაიმართება. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ინსპირაციული შეხვედრების სერია წელსაც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

Spotlight-ი უკვე წლებია იქცა სივრცედ, სადაც მარკეტინგის, ტექნოლოგიების, მედიის, ბიზნესის, დიზაინისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების პროფესიონალები იკრიბებიან, გამოცდილების, ცოდნისა და ინსპირაციის გასაზიარებლად.

წლევანდელი სპიკერების ვინაობა პირველ დეკემბერს გახდება ცნობილი.

ორდღიანი ღონისძიება 25-ზე მეტ სპიკერს, მათ ინსპირაციულ ისტორიებს, მასტერკლასებს, პანელურ დისკუსიებსა და ნეთვორქინგის შესაძლებლობას აერთიანებს.

Spotlight-ი ყოველწლიურად 1500-მდე პროფესიონალს უყრის თავს.

„საქართველოს ბანკისა და Spotlight-ის თანამშრომლობა უფრო მეტია, ვიდრე თანამშრომლობის ტრადიცია - ეს არის ერთობლივად გავლილი გზა, რომელიც წლიდან წლამდე ქმნის ახალი ენერგიის, ისტორიებისა და გამორჩეული იდეების გაცვლის სივრცეს. შესაბამისად, Spotlight-ი იქცა ადგილად, სადაც ინოვაცია და კრეატიულობა ერთიანდება. ამ პროცესის ნაწილად ყოფნა კი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ამ პროექტის განხორციელებაში ჩართულ თითოეულ ადამიანს, რომლებიც ამ პლატფორმას ყოველ წელს კიდევ უფრო მეტად გამორჩეულს ხდიან. გელით Spotlight-ზე,“ - აცხადებს საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი, მარიამ ცანავა.

„პროექტის ორგანიზატორებს გვჯერა, რომ შთაგონებას ძალიან დიდი ძალა აქვს. ამიტომ ვქმნით სცენას, რომელიც 2 დღის განმავლობაში ინსპირაციის ეპიცენტრი გახდება. სპიკერები მთავარ სცენაზე საკუთარ იდეებს, წარმატების და მარცხის ისტორიებს გაგვიზიარებენ და გვჯერა, რომ ეს გამოცდილება უამრავი ადამიანის ცხოვრებას სასიკეთოდ შეცვლის. გარდა ამისა, Spotlight საუკეთესო საშუალებაა ნეთვორქინგისთვის, რადგან აქ ადამიანებს შეუძლიათ იპოვონ ახალი პარტნიორები და მეგობრები. ეს ურთიერთობები კი მთელი ცხოვრება გრძელდება. საქართველოს ბანკის მთავარი გზავნილია „არ გაჩერდე“. ეს სიტყვები ძალიან ბევრ ადამიანს და ორგანიზაციას აძლევს მოტივაციას. ის, რომ საქართველოს ბანკი დგას ჩვენს გვერდით, ვფიქრობ, მთელი ინდუსტრიისთვის ნათქვამი გზავნილია, არ გაჩერდნენ, იმოძრაონ და გახდნენ უკეთესები. ჩვენ კი ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებთ“, - ამბობს Spotlight-ის დამფუძნებელი აკო ახალაია.

ბილეთების გაყიდვა 2 დეკემბერს, 16:00 საათიდან დაიწყება. ვებგვერდებზე biletebi.ge, tkt.ge.

თუ გსურთ ბილეთების შეძენა კორპორაციულად, დაუკავშირდით მარკეტერის კომერციულ სამსახურს ელ. ფოსტაზე: sales@marketer.ge.

შევხვდებით Spotlight-ზე.

საკვანძო სიტყვები:

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პლასტმასის გარკვეული საგნების მოხმარების აკრძალვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

25 ნოემბერი, 2025 , 17:31

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების მოხმარების აკრძალვასთან დაკავშირებით, რომელიც პირველი იანვრიდან შედის ძალაში, ინფორმაციას ავრცელ

„სამართალი ჭიათურას“ - ჭიათურელმა მაღაროელებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს

25 ნოემბერი, 2025 , 16:35

„სამართალი ჭიათურას“ - ამ ლოზუნგით ჭიათურელი მაღაროელები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ. მაღაროელი ტარიელ მიქაცაძის თქმით, ისინი უკეთესი შრომითი პირობებისთვის იბრძვიან და რამდენიმე პასუხგაუცემელი კი

თუ გსურს გახდე საქართველოს ბანკის სტიპენდიატი, დაესწარი ონლაინ ვებინარს და გაიგე მეტი როგორ მოიპოვო სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 21 უნივერსიტეტში

25 ნოემბერი, 2025 , 11:40

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის 21  პარტნიორ უნივერსიტეტში სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. თუ გსურს, გაიგო უფრო მეტი, თუ როგორ მოიპოვო &nbs

22 ონლაინ მედია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

25 ნოემბერი, 2025 , 09:53

22 ონლაინ მედია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისინი მიმართავენ თვითრეგულირების ორგანოს და მოითხოვენ ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტში გაჟღერებული ცრუ ინფორმაციის უარყოფას.

საქართველოს ბანკის QR განვადებით შოპინგი მომგებიანია - მიიღეთ 20,000 PLUS ქულა საჩუქრად

24 ნოემბერი, 2025 , 16:57

საქართველოს ბანკი შავი პარასკევის კვირეულის ფარგლებში მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს.  22 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ყოველი მე-5 მომხმარებელი, რომელიც QR განვადებით 1,000 ლარზე მეტი ღირებულების

საქართველოს ბანკის მობილბანკში თეგეტა მოტორსის შეთავაზებები დაემატა

24 ნოემბერი, 2025 , 16:13

საქართველოს ბანკი, მომხმარებლების ინტერესებზე ზრუნვას განაგრძობს. ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა, თეგეტა მოტორსთან თანამშრომლობით, მობილბანკში, მანქანის სივრცეში, ახალი შეთავაზებები დაამატა. შეთავაზებები თეგეტა მოტორისის