დღის კალენდარი
დღის კალენდარი - 25 ნოემბერი
წლის 327-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 38 დღე.
საეკლესიო კალენდარი
ხსენება წმიდა იოანე მოწყალისა — ალექსანდრიის პატრიარქისა (606-620); ღირსი ნილოს მმარხველისა (V); წინასწარმეტყველ აქაიასი (960 ქრ. შობამდე).
დაიბადნენ:
1562 – ლოპე ფელიქს და ვეგა, აღორძინების ეპოქის წარმომადგენელი, ესპანელი პოეტი,
გარდაიცვალა 1635 წელს.
1717 – ალექსანდრ სუმაროკოვი, რუსი პოეტი, გამომცემელი, გარდაიცვალა 1759 წელს.
1810 – ნიკოლაი პიროგოვი, რუსული სამხედრო-საველე ქირურგიის ფუძემდებელი, გარდაიცვალა 1881 წელს.
1844 – კარლ ფრიდრიხ ბენცი, გერმანელი ინჟინერი, მსოფლიოში პირველი ავტომობილის შემქმნელი.
1875 – კოტე მაყაშვილი, პოეტი, გარდაიცვალა 1927 წელს.
1895 – ლუდვიგ სვობოდა, გენერალი, ჩეხოსლოვაკიის სს რესპუბლიკის პრეზიდენტი.
1897 – ტერენტი გრანელი-კვირკველია, პოეტი, გარდაიცვალა 1934 წელს.
1927 _ თამაზ ჩხენკელი, მწერალი.
1938 – თინა თერნერი, ამერიკელი მომღერალი.
1960 – ჯონ კენედი-უმცროსი, პრეზიდენტის შვილი.
გარდაიცვალნენ:
1748 – ისააკ ვატი, ინგლისის ჰიმნის ავტორი.
1763 – ფრანსუა პრევო, ფრანგი მწერალი, დაიბადა 1697 წელს.
1911 – პოლ ლაფარგი, ფრანგი სოციალისტი, საფრანგეთის მუშათა პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი, დაიბადა 1842 წელს.
1956 – ალექსანდრ დოვჟენკო, რუსი კინორეჟისორი, დაიბადა 1894 წელს.
1957 – დიეგო რივერა, მექსიკელი ფერმწერი, დაიბადა 1886 წელს.
1959 – ჟერარ ფილიპი, ფრანგი კინომსახიობი, დაიბადა 1922 წელს.
მოვლენები:
1472 წელი – რუსეთის სახელმწიფო გერბი ორთავიანი არწივი გახდა.
1783 წელი – ინგლისში საჯაროდ გაუშვეს პირველი საჰაერო ბურთი.
1867 წელი – ალფრედ ნობელმა მის მიერ გამოგონებული დინამიტი დააპატენტა.
1913 წელი – რუსი მფრინავი ნესტეროვი პირველად ასრულებს „მკვდარ მარყუჟს“.
1916 წელი – გერმანიაში ჯარების ცალკე სახეობად შეიქმნა სამხედრო-საჰაერო ფლოტი.
1968 წელი – პრეზიდენტმა ნიქსონმა გასცა განკარგულება აშშ-ში ბაქტეოროლოგიური იარაღის განადგურების შესახებ.
1969 წელი – მომღერალი ჯონ ლენონი ვიეტნამში ამერიკის აგრესიის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად უკან აბრუნებს ბრიტანეთის იმპერიის ორდენს.
1978 წელი – გარდაიცვალა აშშ ფლორიდის შტატში მცხოვრები ქალი ელეინ ოპოზიტო, რომელიც კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა 1941 წლის 6 აგვისტოს, აპენდიციტის ოპერაციის დროს, როცა 6 წლის გოგონა იყო. უგონო მდგომარეობაში გაატარა 37 წელი და 111 დღე.
1988 წელი – ვენაში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც მიიღეს კონვენცია ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოთროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ.
2000 წელი – ამ წელიწადს მსოფლიოში შიდსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5 მილიონით გაიზარდა.
ღირსსახსოვარი დღეები
ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე.
სურინამი — დამოუკიდებლობის დღე.


