უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 იანვარი, 2020 13:10
font-size

24 წლის მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმის გამოძიება დაუყოვნებლივ სახელმწიფო ინსპექტორმა უნდა დაიწყოს - „ლელო საქართველოსთვის“

ვხედავთ, რომ ხელისუფლება კვლავ ცდილობს, ასეთი მძიმე და ტრაგიკული შემთხვევის შემდეგაც კი თვალში ნაცარი შემოგვაყაროს, რომ თითქოს მართლმსაჯულება აღსრულდება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ნათელ მცდელობას, რომ ეს საქმეც ჩაიფარცხოს, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა მურად წურწუმიას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქმეს გაცილებით მსუბუქი კვალიფიკაცია აქვს მინიჭებული, ვიდრე უნდა ჰქონდეს, საქმეს კი ის უწყება იძიებს, რომელსაც ნაცვლიშვილის განმარტებით, წლების განმავლობაში დადასტურებული აქვს, რომ ხელს აფარებს სამართალდამცავ ორგანოებს.

„მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ დღეის მდგომარეობით გამოძიებას აწარმოებს არა ის უწყება, რომელიც ამ ტიპის საქმეებს უნდა იძიებდეს, არა იმ კვალიფიკაციით, რომელიც საქმეს უნდა მიენიჭოს, არამედ სულ სხვა უწყება, რომელსაც დადასტურებული აქვს წლების განმავლობაში, პროკურატურას ამ შემთხვევაში, რომ არ იძიებს და ყოველთვის ხელს აფარებს სამართალდამცავ ორგანოებს.

ჩვენ სხვადასხვა დროს ძალიან ბევრი გვაქვს ნაბრძოლი, რომ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულს მოჰყოლოდა სწორი რეაგირება. წლები ვიბრძოდით, რომ შექმნილიყო დამოუკიდებელი უწყება, რომელიც დღეს უკვე არსებობს, მაგრამ დღეს ჩრდილშია ეს უწყება.

კვალიფიკაცია, რომელიც ამ დანაშაულს პროკურატურამ მისცა, არის გაცილებით უფრო მსუბუქი, ვიდრე სინამდვილეში არის მომხდარი და სწორი კვალიფიკაცია რომ მიეცეს საქმეს, მას არა პროკურატურა, არამედ სახელმწიფო ინსპექტორი უნდა იძიებდეს“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შესაბამისად, პარტიის მოთხოვნაა საქმის გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს დამოუკიდებელმა უწყებამ.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ საქმის გამოძიება დაიწყოს დამოუკიდებელმა უწყებამ და დაადასტუროს, რომ ის ნამდვილად არის დამოუკიდებელი და არ არის კიდევ ერთი ბუტაფორიული ინსტიტუტი „ქართული ოცნების“ ხელში“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, 24 წლის მურად წურწუმიას გარდაცვალების ფაქტზე შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ზურა ფოფხაძეა დაკავებული. საქალაქო სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა 2 იანვარს, ღამის საათებში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე მოხდა. პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს, ბრალდებულმა ზ. ფ.-მ მ. წ.-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ზურა ფოფხაძეს ბრალი წარედგენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დაიბრუნე 30 ლარი Wolt-ის ბალანსზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას

25 ოქტომბერი, 2025 , 11:00

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ კომპანია ვოლტთან ერთად მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა. აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში &nbs

“როგორ მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს” - საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი გაიმართება

24 ოქტომბერი, 2025 , 18:02

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. “ბიზნეს 360˚“ პლატფორმის შეხვედრების სერიის ფარგლებში, 30 ოქტომბერს ლარისა პატარაიას ვორკშოპი — „როგორ უნდა მოერგოს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ 60-ზე მეტმა მეწარმე ქალმა კვალიფიკაცია აიმაღლა

24 ოქტომბერი, 2025 , 12:00

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომლის მიზანი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება და მეწარმეობის იდეების მქონე ქალების პოტენციალის ხელშეწყობაა, წარმატებით გრძელდება. პროგრამის ინტენსიურ ვორკშოპებზე კიდ

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამები სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის

23 ოქტომბერი, 2025 , 16:14

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს, რომელთა მიზანი განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაა. 

რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცყოფაა. როდემდე უნდა გაგრძლედეს ასეთი ძალადობა თავის მოსახლეობაზე - ამირან გამყრელიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 12:46

ამ ადამიანთან ასეთი ტიპის მოპყრობა რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცხყოფაა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

23 ოქტომბერი, 2025 , 12:29

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ ტენდერი გამოაცხადა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტენდერი დიდი დიღმისა და