პოლიტიკა
25-ში თემირლანის დაბადების დღე მოდის, რომელიც ჩვენთვის ძალიან მძიმე დღე იქნება - მალხაზ მაჩალიკაშვილი
შვილმოკლული მამების აქციები რუსთაველის გამზირზე გრძელდება. ადგილზე 15-მდე კარავი კვლავაც გაშლილია. პარლამენტის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებიან. აქციას პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დედაც შეუერთდა.
თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის აქციები იქამდე გაგრძელდება, სანამ მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავეები არ დაისჯებიან.
მისივე განცხადებით, თბილისში აქციებს პანკისის ხეობის მცხოვრებლებიც შეუერთდებიან. თემირლან მაჩალიკაშვილს 25 ნოემბერს 20 წელი შეუსრულდებოდა.
„აქცია მანამდე გაგრძელდება, სანამ ჩვენს ყველა კითხვას პასუხი არ გაეცემა. აქცია გაგრძელდება, სანამ ეს ადამიანები არ დაისჯებიან, ვინცაა ამ დანაშაულებში გარეული. გვაქვს იმედი, რომ მივაღწევთ სიმართლესა და სამართალს. პანკისიდან აპირებენ ჩამოსვლას ყველა შერეული კატეგორიის ხალხი. მათაც აქვთ სათქმელი თემირლანთან დაკავშირებით. 25-ში თემირლანის დაბადების დღე მოდის, რომელიც ჩვენთვის ძალიან მძიმე დღე იქნება“,-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
დამნაშავეების დასჯას თემირლან მაჩალიკაშვილის დედაც ითხოვს.
„რაღაცნაირად მგონია, რომ ახლა მაინც ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ გამოიჩინონ , რომ აიყვანონ ეს მკვლელები, დასაჯონ ისინი, ვინც ჩაიდინა ეს სასტიკი დანაშაული. არ ვიცი, აზრზე არ ვარ, ამათ რა აქვთ ჩაფიქრებული, ან რა ხელისუფლებაა. ამ ხელისუფლებისგან, თითქმის, ერთი წელია, ვითხოვთ სამართალს. ვითხოვთ, დაისაჯონ მკვლელებიცა და დამნაშავეებიც. ბევრს ხომ არ ვითხოვთ ამ ხელისუფლებისგან,”- განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო (აიზა) მარგოშვილმა.
გუშინ შვილმოკლულმა მამებმა და მათმა მხარდამჭერებმა „ქართული ოცნების“ ოფისტან აქცია გამართეს. მათ მოითხოვეს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დასჯა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, სწორედ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას, რომელის პანკისში გასულ წელს ჩატარდა და რომელსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:25
დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
12 იანვარი, 2026 , 13:21
ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი
12 იანვარი, 2026 , 13:11
ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:03
ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი
9 იანვარი, 2026 , 15:12
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს
8 იანვარი, 2026 , 16:00


