უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 ოქტომბერი, 2025 18:39
font-size

26 ოქტომბერს რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება

საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო ჯგუფები და სინდსის პატიმრების ოჯახები მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან.

მათ 26 ოქტომბერს, 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე საპროტესტო აქცია-მსვლელობა დააანონსეს.

„თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარე, ლევან ცუცქირიძე მოუწოდებს ყველას, შეიკრიბნენ რესპუბლიკის მოედანზე და ყველას აჩვენონ, რომ ბრძოლა გრძელდება ბოლომდე.

„1 წელი გახდება, რაც ივანიშვილის პარტიამ პირდაპირ გვითხრა, რომ ის არათუ ღირსებით აპირებს ევროპისკენ სვლას, არამედ გადაწყვეტილი აქვს ხელისუფლების სამუდამოდ მიტაცება, რათა ჩვენი ქვეყანა კორუმპირებული შემოსავლის და უსაზღვრო ძალაუფლების რესურსად გადააქციოს, ისე, როგორც ეს რუსეთში ხდება. მან მოატყუა საკუთარი ამომრჩეველიც და უარი თქვა, დამორჩილებოდა ხალხის ნებას, დაეთმო ძალაუფლება დემოკრატიული, მრავალპარტიული კოალიციისთვის. ჩვენი გაუტეხელებისთვის, სოლიდარობისთვის და სიმამაცის დასტურად, ყველას, ვისაც გაბრაზებთ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა, ყველანი, ვინც იაზრებთ, რომ მხოლოდ ნებისყოფით, სიმტკიცით და თანმიმდევრულობით შევძლებთ ამ რეჟიმის დამარცხებას, მოგიწოდებთ, შევიკრიბოთ 26 ოქტომბერს, მიტაცებული არჩევნების 1 წლის თავზე, 19:00 საათზე და რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე, ჩვენი მსვლელობით, ყველას ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა, აქ ვართ და ვაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე,“ - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

„26 ოქტომბერს, 1 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც რეჟიმმა არა მხოლოდ იმ მოქალაქეებს წაართვა ხმა, რომლებსაც ცვლილება სურდათ, არამედ საკუთარი ამომრჩეველიც მოატყუა, ღირსებით წაყვანას დაჰპირდა ევროპისკენ და ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთანავე უღალატა. რეალურად, 2024 წლის 26 ოქტომბერს, ივანიშვილის რეჟიმმა გადადგა ნაბიჯი, საკონსტიტუციო გადატრიალების გასაფორმებლად, ამის მკაფიო დასტური იყო 28 ნოემბერს რეჟიმის მიერ, საქართველოს ევროპული მომავლის და სახელმწიფოებრიობის დათმობაზე გაკეთებული განაცხადი,“ - განაცხადა ირაკლი ქერაშვილის დამ, ქეთი ქერაშვილმა.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:59

„ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში (ორშაბათს) შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ კი მივმართავთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასა

განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა

24 ოქტომბერი, 2025 , 11:43

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს განათლები

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:48

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მე

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:39

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში. ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&