უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 ოქტომბერი, 2025 15:38
font-size

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალიმიდგომით ისეთი ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები, როგორც ქვეყნისთვის, ასევე ენერგეტიკის სფეროში ჩართული კერძო კომპანიებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ნაბიჯები, რაც გადაიდგა, კონკრეტული პროცესების შეჩერებასთან დაკავშირებით, ესეც ემსახურებოდა ენერგეტიკული პოლიტიკის გადახედვას.

„ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე. შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ისეთი ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები, როგორც ქვეყნისთვის, ასევე ენერგეტიკის სფეროში ჩართული კერძო კომპანიებისთვის. ნახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს. ეს ნაბიჯები, რაც გადაიდგა, ანუ, კონკრეტული მიმართულებებით პროცესების შეჩერება, ესეც ემსახურებოდა ენერგეტიკული პოლიტიკის გადახედვას. ყველაფერი იქნება გამჭვირვალე და ყველაფერი მოემსახურება ჩვენი მიზნის მიღწევას -თვითკმარობის უზრუნველყოფას. მთლიანად პრაქტიკა იყო პრობლემური. ჩვენ მაქსიმალური ყურადღებით ვიქნებით გადართული ენერგეტიკული პოლიტიკის წარმატებით განხორციელებაზე. მათ შორის მსხვილი პროექტები, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ძალიან მალე ნახავთ სიახლეებს ამ მიმართულებით. ჩვენ განვიხილავთ სახელმწიფოს ჩართულობასაც, თუმცა, რა თქმა უნდა, კერძო ჩართულობაც განიხილება. შეიძლება იყოს შერეული პროექტები", - განაცხადა პრემიერმა.

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა

შანტაჟის ენა ბრიუსელის დღის წესრიგად არის ქცეული, ვიმედოვნებ ეს ძალიან მალე დასრულდება - ირაკლი კირცხალია

21 ოქტომბერი, 2025 , 12:05

ჩავარდა კიდევ ერთი შანტაჟის მცდელობა ე.წ. ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თემაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საუბრისას განაცხადა. „

საქართველოს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ეწვია

21 ოქტომბერი, 2025 , 11:54

საქართველოს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი, ქემალ მემისოღლუ ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი მოადგილე