პოლიტიკა
„4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ“ - ბოიკოტის მომხრე ყველა პარტიის ლიდერის და პოლიტიკოსის ღია მხარდაჭერა უნდა შეფასდეს, როგორც პოლიტიკური ავანტიურა - „ძლიერი საქართველო-ლელო“
2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა – ბოიკოტი, იყო დიდი პოლიტიკური შეცდომა, – ამის შესახებ აღნიშნულია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ფეისბუქპოსტში.
როგორც პარტიაში აცხადებენ, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ძლიერი საქართველო-ლელო“ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მაჩვენებელი გააორმაგა.
„რიგი პარტიების, თუ ცალკეული პოლიტიკოსების გამუდმებული მოწოდება-აგიტაცია, რომ მოქალაქეები დაერწმუნებინა არ დაეფიქსირებინათ თავისი საპროტესტო ხმა არჩევნებზე, პირდაპირ მოემსახურა „ქართული ოცნების“ გაძლიერებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკრებულოებისა და მერების დონეზე. შედეგად დღეს ქვეყნის დედაქალაქს ჰყავს ქალაქის 20 %-იანი მერი!
დღეს უკვე ცხადია, რომ ჩვენი სტრატეგიული ხაზი, რომელიც ყოველთვის გადიოდა საარჩევნო ბრძოლასთან ერთად მშვიდობიან პროტესტზე, იყო ყველაზე სწორი პოზიციონირება და გამოსავალი შექმნილ ვითარებაში, მათ შორის, უწყვეტი, მშვიდობიანი პროტესტის გასაძლიერებლად.
ჩვენმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ძლიერი საქართველო-ლელო“ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მაჩვენებელი გააორმაგა და გაყალბების მიუხედავად, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე 100 000 – მდე ამომრჩევლის ხმა მოიპოვა, რისთვისაც თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდით.
„4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ“ – ბოიკოტის მომხრე ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერის და პოლიტიკოსის ღია მხარდაჭერა უნდა შეფასდეს, როგორც პოლიტიკური ავანტიურა, რამაც მძიმე დარტყმა მიაყენა მშვიდობიან პროტესტს. აქვე, მივესალმებით იმ ფაქტს, რომ მშვიდობანი პროტესტი მაინც გაგრძელდა. ჩვენ, „ძლიერი საქართველო-ლელოს“ პოლიტიკური გუნდი, ყოველთვის ვიყავით მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე და მხარდამჭერი.
ვწუხვართ, რომ საზოგადოება ვერ დავარწმუნეთ ბოიკოტის უკუშედეგში, რაც ივანიშვილის და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ გაჩენილმა საარჩევნო ნიჰილიზმმა გამოიწვია“,- აღნიშნულია ძლიერი საქართველო-ლელოს“ განცხადებაში.
პარტიაში აცხადებენ, რომ „აგრძელებენ პოლიტიკურ ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“.
„ამისთვის, ვიწყებთ რეგიონებსა და დედაქალაქში ჩვენს ამომრჩეველთან და არჩეულ დეპუტატებთან ერთად აქტიურ მუშაობას. ვრჩებით საშტაბო რეჟიმში, რათა მოვახდინოთ ძალთა სრული კონსოლიდაცია და კიდევ უფრო ქმედითად დავუპირისპირდეთ ქართულ პოლიტიკაში არსებულ ორივე პოლიტიკურ პოლუსს – „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ორპოლუსიანობაზე დგას სწორედ ივანიშვილის რეჟიმი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ნათლად აჩვენა, რომ ე.წ. ქოც-ნაცური ორპოლუსიანი ველის გარდა, არსებობს რეალური პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც სრულად პასუხობს საქართველოს პროევროპელი მოსახლეობის 80 %-ის ნებას და შესწევს უნარი პოლიტიკური მართვის სადავეების ხელში აღების. სწორედ ამიტომ გახდა „ძლიერი საქართველო-ლელო“ ამ ორი ძალის სამიზნე“,- აღნიშნულია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ფეისბუქპოსტში.
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

