უახლესი ამბები
- 21.05.2024 18:05მამუკა მდინარაძე MEGOBARI Act-ზე: რეალურად, ამ სატესტო ინიციატივის მიზანია ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელახლა გაღვივება
- 21.05.2024 17:18აშშ-ს ხელს არც აქამდე უშლიდა არაფერი, რომ მოეხდინა საქართველოსთან იმ პაკეტების რეალიზაცია, რაზეც ამ წერილშია საუბარი - ირაკლი ქადაგიშვილი
- 21.05.2024 17:06MEGOBARI Act `ოცნებას` სანქციებს, საქართველო მოსახლეობას კი სიკეთეებს ჰპირდება - ირაკლი კუპრაძე
- 21.05.2024 15:40„ქართული ოცნება” დაადგა ღალატის გზას, მაგათ არაფერი ეშველებათ - პაატა მანჯგალაძე
- 21.05.2024 15:23„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს
- 21.05.2024 15:15პროტესტის უკან დგანან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, ასევე, ამ რადიკალურ ქმედებებში ჩართულია დავით კეზერაშვილის თანხები - კახა კალაძე
- 21.05.2024 15:02ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში „საქართველოს ბანკის“ იდეათეკა გაიხსნება
- 21.05.2024 14:50არავითარ შეხვედრას კეზერაშვილთან, არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ ვგეგმავ, არც ახლა და არც მომავალში - ნიკა მელია
- 21.05.2024 12:15მიიღე მონაწილეობა Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაში და გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი
- 21.05.2024 11:53ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი: ან სანქცირებულმა დატოვოს ხელისუფლება, ან მოეგოს გონს და სანქციების გარეშე დატოვოს არჩევნების გზით - ანა ნაცვლიშვილი
არქივი
საზოგადოება
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ.
სადღესასწაულოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებულ სიახლეებზე ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა. მისი თქმით, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო 4 მაისის 23:00 საათიდან 5 მაისის 04:00 საათამდე იმუშავებს და მისი საშუალებით გადაადგილება უფასო იქნება.
„გარდა ამისა, 5-6 მაისს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც მგზავრებს დილის 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ გადაიყვანს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურების – „მარჯანიშვილის“, „დელისის“, „სარაჯიშვილის“, „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა და ქვედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.