უახლესი ამბები
- 02.03.2026 20:25ვქმნით ერთიანად სამოქმედო ერთობას - ნიკა გვარამია
- 02.03.2026 17:34გალტ & თაგარტმა ICT Association of Georgia-ს ღონისძიებაზე IT სექტორის კვლევა წარადგინა
- 02.03.2026 17:24ჩვენ ვაცხადებთ `ჰეზბოლას` სამხედრო საქმიანობის აკრძალვას და მისი როლის მხოლოდ პოლიტიკურ სფეროთი შემოფარგვლას - ლიბანის პრემიერ-მინისტრი
- 02.03.2026 17:02დაკავებულია ირანის მოქალაქე, რომელმაც საელჩოს საკონსულო განყოფილების ფანჯრის მინა ჩაამსხვრია - საქართველოში ირანის ელჩი
- 02.03.2026 16:39ამ დროისთვის ირანის ბირთვული ობიექტები დაზიანებული არ არის - საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი
- 02.03.2026 16:29სააკაშვილი არ განეკუთვნება იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებსაც ცუდი, მით უმეტეს ძალადობა უნდათ თავისი ქვეყნისთვის - მისი მიზანია დიქტატურისგან ან ავტოკრატიული მმართველობისგან გათავისუფლდეს ქვეყანა - ირაკლი ფავლენიშვილი
- 02.03.2026 16:213-5 მარტს საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
- 02.03.2026 16:12საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევაზე არსებული ჯარიმები იზრდება და პასუხისმგებლობა მკაცრდება
- 02.03.2026 16:02საქართველოს ბანკის საგაზაფხულო შეთავაზებები
- 02.03.2026 15:48სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მცხეთა-მთიანეთში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინა
არქივი
საზოგადოება
ხელისუფლება დუმილით ბიუჯეტისთვის გადასახადების მოპარვას მწვანე შუქს უნთებს - თამბაქოს კონტრაბანდა რეკორდულად იზრდება
ქვეყანაში სიგარეტის კონტრაბანდა იზრდება, ბიზნესი და ბიუჯეტი ზარალდება, შესაბამისი სტრუქტურების სუსტი მოქმედება და სახელმწიფო რესურსები მის აღსაკვეთად არ არის საკმარისი, - ასეთია დღეს საქართველოში სიგარეტის ბაზარზე არსებულ მდგომარეობა.
თამბაქოს ინდუსტრია ამბობს, რომ მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ შეიცვალა, რაც აქციზი მკვეთრად გაიზარდა. მაშინ ამბობდნენ, რომ ამის მიზეზი ბიუჯეტში მეტი თანხების აკუმულირება იყო, თუმცა შედეგად სახელმწიფომაც და კერძო კომპანიებმა საპირისპირო მიიღეს. დაზარალდა კერძო ბიზნესი და სახელმწიფო ბიუჯეტიც მილიონობით ლარის ზარალს განიცდის.
საქართველოს რეგიონებში არალეგალურ ბიზნესს გავლენიანი მფარველები ჰყავთ.
როგორც ჩანს, ხელისუფლება შევარდნაძის ეპოქის ერგნეთის კონტრაბანდულ ბაზრობას აბრუნებს, ამჯერად, ოკუპირებული აფხაზეთის მიმდებარედ.
სამეგრელო დღეს სავსეა აფხაზეთიდან ფარულად შემოტანილი აფხაზურაქციანი და უაქციზო სიგარეტით.
ადგილობრივების ინფორმაციით, კონკრეტულ პირები ოკუპირებული აფხაზეთიდან უაქციზო სიგარეტის გადმოტანას უპრობლემოდ ახერხებენ. მათივე თქმით, თუ ე.წ. საზღვარი დაკეტილია, ამას შემოვლითი გზებით, მდინარის გავლით ახერხებენ.
ენგურს მიღმა კონტრაბანდას აფხაზი ძალოვნები ან კრიმინალური ავტორიტეტები მფარველობენ. ტვირთს ატარებენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეც.
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ კონტრაბანდა არ აინტერესებს, რადგან მწეველი არ არის.
ზედამხედველობის სამსახურში, რომელმაც ქალაქის ქუჩებში არსებული მდგომარეობა უნდა შეამოწმოს, ამბობენ, რომ კონტრაბანდული სიგარეტის შესახებ, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაუფარავად იყიდება, არაფერი გაუგიათ.
ამ დროს, საოკუპაციო ხაზთან ქურდული წესით ანგარიშსწორება ხდება. ახალგაზრდა მამაკაცს ორივე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღით აქვს დახვრეტილი.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმის გარჩევა სიგარეტის კონტრაბანდას უკავშირდება, რომელსაც აფხაზეთსა და სამეგრელოში კრიმინალური ავტორიტეტები აკონტროლებენ. მათი დავალების შემსრულებელი, ერთ-ერთი ვერსიით, ე.წ. ტყის ძმების დაჯგუფების ყოფილი ლიდერი დათო შენგელიაა, ხოლო მეორე ვერსიით, პირიქით, სწორედ შენგელია და მისი წრე წარმოადგენენ დაზარალებულ მხარეს.
სამეგრელოში, ივლისის თვის დასაწყისში, გვიან ღამით, ორი ტყვია მუხლებში ესროლეს ხუტა ბულისკირიას. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას დათო შენგელიამ ესროლა, რომელიც სამეგრელოში კონტრაბანდული სიგარეტის ბიზნესს კურირებს და შავ სამყაროსთან დაახლოებული პირია. სწორედ ამავე ბიზნესშია ჩართული თავად დაჭრილიც და სავარაუდოდ, კონფლიქტიც ბიზნესს უკავშირდება.
ოპოზიცია სამეგრელოში კონტრაბანდისა და შავი სამყაროს წევრების საქმინობის გახშირებაზე საუბრობს. მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით, მუხლებში სროლის პრაქტიკა შავი სამყაროს ხელწერაა.
სამეგრელოში გახშირებული კრიმინალის და კონტრაბანდის ფაქტები სავარაუდოდ სწორედ ხელისუფლების მფარველობით ხდება. რეკეტიროები და კრიმინალური დაჯგუფებები მმართველი გუნდისგან მფარველობას და გარანტიებს ხელისუფლების დახმარების სანაცვლოდ იღებენ.
ადგილობრივების ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთიდან თამბაქო ქართული პოლიციის საგუშაგოების გავლით შემოდის. არსებული ინფორმაციით, ამ ბიზნესს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები მფარველობენ.
შარშან, ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ აფხაზურაქციზიან სიგარეტს ჩხოროწყუს პოლიციის სამმართველოს უფროსის, ჯუმბერ იზორიას ოჯახის წევრები ყიდდნენ. მაშინ იზორია თანამდებობიდან გადადგა.
ახლახან კი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია და საკრებულოს აპარატის თანამშრომელი სიგარეტის კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება.
წალენჯიხის რაიონულმა სასამართლომ თემურ ღვინჯილიას და საკრებულოს აპარატის თანამშრომელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.
თამბაქოს მსხვილი იმპორტიორები ადასტურებენ, რომ რეგიონებში მძიმე ვითარებაა და კონტრაბანდის მოცულობა რეკორდულად იზრდება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით კი, საქართველოში თამბაქოს და მთლიანად თამბაქოს ნედლეულის იმპორტი წინა წლებთან შედარებით, თითქმის განახევრებულია.
ექსპერტები თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ აქციზის მატება ბაზარზე კონტრაბანდული სიგარეტის წილს გაზრდიდა.
მათი თქმით, ხელისუფლებას ჯერ კიდევ მაშინ აფრთხილებდნენ, როდესაც ცნობილი გახდა, თუ რა დოზით იზრდებოდა აქციზის ღირებულება თამბაქოზე.
„შეუძლებელია კონტრაბანდის რისკები არ წარმოიშვას, მაშინ როდესაც შენს მოსაზღვრე ქვეყნებში ერთი კოლოფი სიგარეტი იაფია და ის დაახლოებით 1 ლარიანი სხვაობით იყიდება. სამწუხაროდ, დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი ფაქტები კიდევ იქნება, რამდენად გაუმკლავდებიან ამ გამოწვევას შესაბამისი უწყებები ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ჩვენ ამ გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით,“-აცხადებენ ანალიტიკოსები.
ეკონომისტები დღესაც აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში კონტრაბანდის რისკები ისევ იქნება, რადგან ეს მარტივი პრობლემა არ არის და მასთან გამკლავება, რამდენადაც არ უნდა გაიზარდოს საზღვარზე კონტროლი, ხელისუფლებას მაინც გაუჭირდება.
ცნობისთვის - წლების მიხედვით ასეთია აქციზური მარკების გაცემის სტატისტიკა:
2017 წელი ადგილობრივი წარმოება 86 903 000 ცალი, იმპორტული 310 264 210, სულ 397 167 210 ; 2018 წელი ადგილობრივი წარმოება 108971000 იმპორტული 275173600 სულ 384 144 600; 2019 წელი ადგილობრივი წარმოება 2 511 000 იმპორტული 211 808 800 სულ 214 31 9 800; 2020 წელი - 6თვე - ადგილობრივი წარმოება 20 761 000 იმპორტული 111 067 000 სულ 130 828 000.
ეს სტატისტიკა მოწმობს, რომ არსებული რეგულაციების და აქციზის ღირებულების ზრდის შედეგად, ბიუჯეტში აქციზის გადასახადის საპროგნოზო მოცულობამ რეკორდულად იკლო. ამასთანავე, ისეთი დიდი კომპანიის, როგორიც იყო „ომეგა ჯგუფიში“ შემავალი თამბაქოს ფაბრიკა, იძულებით გაჩერებამ, უფრო მეტად იმოქმედა საბიუჯეტო შემოსავლებზე და თამბაქოს ნაწარმის კანონიერი ბაზრის საგრძნობი კლებაც გამოიწვია.
ხელისუფლება კონტრაბანდული სიგარეტით ვაჭრობის, ბაზარზე არაკონკურენტული გარემოს თემაზე დუმს და დუმილით ბიუჯეტისთვის გადასახადების მოპარვას მწვანე შუქს უნთებს.
გალტ & თაგარტმა ICT Association of Georgia-ს ღონისძიებაზე IT სექტორის კვლევა წარადგინა
2 მარტი, 2026 , 17:34
3-5 მარტს საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
2 მარტი, 2026 , 16:21
საქართველოს ბანკის საგაზაფხულო შეთავაზებები
2 მარტი, 2026 , 16:02
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით iPlus-ში და მიიღეთ 150 ლარიანი ქეშბექი
2 მარტი, 2026 , 13:53
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 16 რეისი გაუქმდა
2 მარტი, 2026 , 11:23
ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციების დაცვისკენ მოუწოდებს
28 თებერვალი, 2026 , 14:50






