უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
არქივი
პოლიტიკა


94-ე მუხლში 12-წლიანი დათქმა დაიდო - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 94-ე მუხლთან დაკავშირებით 12-წლიანი დათქმა ამოქმედდება. დათქმის თანახმად, ამ დროის განმავლობაში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 10 000 დოლარამდე გაიზრდება, რაც ხელს შეუწყობს ახალი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებას, კერძოდ, 94-ე მუხლის ამოღებას.
კობახიძემ აღნიშნა, რომ 94-ე მუხლთან (ახალი რედაქციით - 67-ე მუხლთან) დაკავშირებით საკონსტიტუციო კომისიამ კონსულტაციები გაიარა მთავრობასთან.
„რაც შეეხება 94-ე მუხლს, ახალი ცვლილებებით 67-ე მუხლს, თუ რატომ განისაზღვრა 12 წელი. ეს არის ის საკითხი, სადაც განსაკუთრებული კონსულტაციები გვჭირდებოდა ჩვენ საქართველოს მთავრობასთან, რადგან საქმე ეხება მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთ საკვანძო სფეროს - ეკონომიკურ სფეროს. მთავრობის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ამ ვადით უნდა იყოს განსაზღვრული დროებითი რეგულაცია. საორიენტაციო 12 წელიწადში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მიაღწევს დაახლოებით, უხეშად 10 000 დოლარს, ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი გახდება უფრო მოქნილი ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება - ეს არის დაახლოებით პოზიციის არსი. ამ მიდგომიდან გამომდინარე, 12- წლიანი დათქმა ჩაიდო შესაბამის მუხლში“, - განაცხადა კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.
შეგახსენებთ, 94-ე მუხლის მიხედვით, მთავრობას არ აქვს უფლება მოსახლეობის აზრის, რეფერენდუმის გამართვის გარეშე საერთო-სახალხო გადასახადები გაზარდოს. საკონსტიტუციო პროექტის გარდამავალ დებულებაში შევა ინიციატივა, რომლის მიხედვით, საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებზე რეფერენდუმის ჩატარების ვალდებულება 12 წლის განმავლობაში იარსებებს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25