საზოგადოება
აჭარაში მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის ფინალის გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი
ბათუმში, სასკოლო ლიგის ფარგლებში, ფეხბურთის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა აჭარის 24 სკოლის 350-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. საქართველოს ბანკი სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ბათუმის №30 და №18 საჯარო სკოლები დაუპირისპირდნენ. ბათუმის №30 საჯარო სკოლამ მოწინააღმდეგე, ბათუმის №18 საჯარო სკოლა 4:2 ანგარიშით დაამარცხა.
ახლა ფინალური შეხვედრა თბილისში იმართება. ერთად ვუგულშემატკივროთ მომავალ სპორტსმენებს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერის მიზნით, ქვეყანაში მასშტაბური სპორტული ღონისძიების - სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია.
სასკოლო ლიგის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სპორტის 15 -მდე სახეობაში სკოლებს შორის შეჯიბრებები იმართება - მინი ფეხბურთში, კალათბურთში, თაგ რაგბიში (ე.წ. უკონტაქტო რაგბი), ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ფარიკაობაში, მშვილდოსნობაში, ველოსპორტში, ტექბოლში, ცურვაში, ხელბურთში და სხვა - რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, აღმოაჩინონ ახალი უნარები და მიაღწიონ წარმატებას სპორტში.
სასკოლო ლიგის პროექტში ყოველწლიურად 20 000-მდე მოსწავლე მონაწილეობს.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 20%-იანი ქეშბექი extra -ზე საქართველოს ბანკის AmEx ბარათით გადახდისას
13 თებერვალი, 2026 , 14:03
საქართველო გაეროს იმ 8 წევრ ქვეყანას შორისაა, სადაც მედიაწიგნიერება ცალკე საგნად ისწავლება - UNESCO
13 თებერვალი, 2026 , 10:49
უცხოელი სტუდენტები ქვეყანას დიპლომის აღებისთანავე ტოვებენ, შესაბამისად, ისინი საქართველოს დემოგრაფიული სურათისთვის რისკს არ ქმნიან - ირაკლი კობახიძე
13 თებერვალი, 2026 , 10:31
ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ აქცია დააანონსა
12 თებერვალი, 2026 , 16:22
ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ აქცია დააანონსა
12 თებერვალი, 2026 , 16:22
საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები დაამტკიცა
12 თებერვალი, 2026 , 15:35


