უახლესი ამბები
- 22.10.2025 11:39დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
- 22.10.2025 11:15ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
- 22.10.2025 11:06შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა
- 22.10.2025 10:4022 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
- 22.10.2025 08:00დღის კალენდარი - 22 ოქტომბერი
არქივი
საზოგადოება


22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
ხის დარგვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, ქალაქ ფოთის მეხუთე საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა.
სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. ღონისძიება ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერითა და ფონდ „ბილივის“ ინიციატივით ჩატარდა; ნარგავების მოვლა-პატრონობაზე სკოლის მოსწავლეები იზრუნებენ.
საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ტყის ეკოსისტემის შესახებ ეკოგაკვეთილიც ჩატარდა. მოსწავლეებმა საქართველოს ტყეების მნიშვნელობასა და მათი ბიომრავალფეროვნების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს კამპანიის – „დარგე ხე“ მიზანი ტყის მოვლა-აღდგენასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
საზოგადოების ჩართულობა და პროცესის გამჭვირვალობა ტყის მდგრადი მართვის წინაპირობაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების დაინტერესებას და მათ აქტიურობას. ფონდი „ბილივი“ ქალაქ ფოთის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებს აერთიანებს, რომლებიც საქველმოქმედო, კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებში არიან ჩართულები.
აღსანიშნავია, რომ ხის დარგვის საერთაშორისო დღე 1874 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი ამერიკელი ბოტანიკოსი სტერლონგ მორტონია.
ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.
საკვანძო სიტყვები:

თუ ხარ ემიგრანტი, გაუგზავნე გზავნილი საკუთარ თავს და მიიღე პრიზები საქართველოს ბანკის მობილბანკში
21 ოქტომბერი, 2025 , 15:49

საქართველოს ბანკსა და „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
21 ოქტომბერი, 2025 , 12:57

„დინამოს“ ლეგენდებმა „აიაქსის“ ლეგენდები ანგარიშით 5:2 დაამარცხეს
20 ოქტომბერი, 2025 , 14:42
მთავარი ხარჯები დაკავშირებული იქნება ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, მაგრამ არის შენობები, რომელთა რეალიზაციის სანაცვლოდ შეიძლება, აშენდეს ახალი ინფრასტრუქტურა - ირაკლი კობახიძე
20 ოქტომბერი, 2025 , 10:38

თბილისმა ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ - SBC Summit Tbilisi 2025-ს უმასპინძლა
18 ოქტომბერი, 2025 , 13:08

დაიბრუნე 30 ლარი Wolt-ის ბალანსზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას
18 ოქტომბერი, 2025 , 10:17