უკან

რეგიონები

15 იანვარი, 2018 17:05
font-size

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ საჯარო განხილვას კომისია უზრუნველყოფს

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს. სესიას საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა დეპუტატთა განცხადებების შემდეგ, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ინიციატორები: უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით გაბაიძე, ნინო ჩხეტია, დავით ბაციკაძე), სხდომაზე დავით გაბაიძემ წარადგინა, რის გამოც, სხდომას, საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტიდან გამომდინარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე გაუძღვა.

დავით გაბაიძის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებით კონკრეტდება უმაღლესი საბჭოს სხდომაზე შესვენების გამოცხადების წესი. პროექტი კანონმდებლებმა 14 ხმით მიიღეს.

დავით გაბაიძემ სხდომის მონაწილეებს კიდევ ერთი ინიციატივა წარუდგინა - კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე (ინიციატორები: უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით გაბაიძე, ნინო ჩხეტია), ოპოზიციის საპროტესტო განცხადებების მიუხედავად, ასევე 14 ხმით დამტკიცდა. კენჭისყრის დასრულების შემდეგ დავით გაბაიძე სხდომის თავმჯდომარისთვის განკუთვნილ ადგილს დაუბრუნდა.

დღის წესრიგის მესამე საკითხი - უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 26 იანვრის N 22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (ინიციატორები: უმაღლესი საბჭოს წევრები - ვახტანგ წულაძე, ნუგზარ სურმანიძე) სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ წულაძემ წარადგინა. პროექტის თანახმად, მაჟორიტარი დეპუტატების წარმომადგენლებს ამიერიდან, შრომითი ხელშეკრულების ნაცვლად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება გაუფორმდებათ. დადგენილების პროექტს დარბაზში მყოფი 18 დეპუტატიდან 14-მა დაუჭირა მხარი.

აჭარის კონსტიტუციის ცვლილებებს საზოგადოება საჯაროდ უახლოეს დღეებში გაეცნობა. უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა, სწორედ ზემოთ აღნიშნულ მიზანს ემსახურება. 12-წევრიან კომისიას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უხელმძღვანელებს და მასში, კანონმდებლებთან ერთად, არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები იმუშავებენ. სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა კომისიაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა კვოტირების საკითხს მოჰყვა, თუმცა საბოლოოდ, დადგენილების პროექტი 14 ხმით დამტკიცდა.

ქვემო ქართლში, ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

12 ნოემბერი, 2025 , 12:20

ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. „ადგილობრივი მკვიდრის მიმართ, რომელმაც რცხილას სახეობის საშეშე მერქანი

პოლიციამ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ფოთში ერთი პირი დააკავა

11 ნოემბერი, 2025 , 11:51

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ხ.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შეს

Mastercard Corporate Card - პირველი პრემიალური ბიზნესბარათი რეგიონში საქართველოს ბანკისგან

7 ნოემბერი, 2025 , 20:12

საქართველოს ბანკი  საბანკო პროდუქტების განვითარებას და ბიზნეს მომხმარებლებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა Mastercard-თან პარტნიორობით,  ახალი პრემიუმ ბარათი – Masterc

პროკურატურამ ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

7 ნოემბერი, 2025 , 12:17

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქ

საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი

7 ნოემბერი, 2025 , 12:13

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა რეგიონებში მცხოვრებ მომხმარებლებს ახალი შეთავაზება მოუმზადა, რაც მათ პარტნიორ ობიექტებში შოპინგისას დახარჯული თანხის 30%-ის დაბრუნების შესაძლებლობა

ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა

29 ოქტომბერი, 2025 , 13:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა. მთავრობის მეთაურმა ილია ჯალაღანიას წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა სახელმწიფო რწმუნებულის როლს რეგიო