უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 მარტი, 2018 14:30
font-size

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე საია-მ პარლამენტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ და საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტზე საია-მ პარლამენტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა.

როგორც საია-ს განცხადებაშია აღნიშნული, კანონპროექტის თანახმად, იგეგმება ცვლილებების შეტანა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებში და საგრძნობლად იზრდება ჯარიმების ოდენობა 166-ე მუხლის შემთხვევაში 100 ლარიდან 500-დან 1000 ლარამდე, ხოლო 173-ე მუხლის შემთხვევაში - 250-2000 ლარიდან 2000-4000 ლარამდე.

საია მიიჩნევს, რომ სანქციების გამკაცრება იმ ვითარებაში, როდესაც ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობით დადგენილი საქმის განხილვის პროცედურული ნაწილი შესაბამისობაში არ არის მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან, არის გაუმართლებელი და ზრდის ადამიანის უფლებებში არამართლზომიერი ჩარევის რისკს.

,,ამასთან, სანქციის გამკაცრება იქონიებს მსუსხავ ეფექტს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული მუხლების ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სისტემურ რეფორმაზე წლების განმავლობაში მიდის საუბარი და არსებობს მოლოდინი, რომ საქართველოს პარლამენტი უახლოეს პერიოდში დაიწყებს მსჯელობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის ძირეულ გადახედვაზე. შესაბამისად, რეფორმის ინიცირებამდე კოდექსით გათვალისწინებული რეპრესიული ნაწილის არსებითად გამკაცრა ვფიქრობთ არ იქნება დადებითი შედეგების მომტანი არც უფლებრივი და არც პრაქტიკის თვალსაზრისით“, - ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაასაჯაროვეთ ხელშეკრულება, რომელიც არაბულ კომპანიასთან გააფორმეთ - ალეკო ელისაშვილი

4 ნოემბერი, 2025 , 15:27

გაასაჯაროვეთ ხელშეკრულება, რომელიც არაბულ კომპანიასთან გააფორმეთ - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ - ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.  მისი თქმით, ხელშეკრულება

საქართველო არა მხოლოდ რუსეთის ხელში ვარდება, არამედ რუსეთის პრაქტიკასაც იმეორებს - სალომ ზურაბიშვილი

4 ნოემბერი, 2025 , 15:14

საქართველო არა მხოლოდ რუსეთის ხელში ვარდება, არამედ რუსეთის პრაქტიკასაც იმეორებს: მაღალი დონის კორუფცია (რომელშიც ათზე მეტი მაღალი თანამდებობის პირია ჩართული), - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომ ზურ

შიმშილობის მე-8 დღეს პროტესტის მონაწილეებს კიდევ ორი მოშიმშილე დაემატა

4 ნოემბერი, 2025 , 12:22

შიმშილობის მერვე დღე პარალმენტთან - პროტესტის მონაწილეებს კიდევ ორი მოშიმშილე დაემატათ. უწყვეტ აქციაში ახლა 8 პირი მონაწილეობს. ერთ-ერთი მოშიმშილე, რომელიც პრლამენტის წინ აქციის მონაწილეებს შეუერთდა, თამაზ მაჭავარიანია.

კონკრეტულ ევრობიუროკრატებს ფაქტები ვერ მოჰყავთ, როცა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, მტკიცებულებები არ აქვთ, მხოლოდ აღქმებით საუბრობენ - ლევან მაჭავარიანი

4 ნოემბერი, 2025 , 11:53

დიდი იმედი გვაქვს, 2030 წლისთვის ვითარება რადიკალურად იქნება შეცვლილი. როგორც აშშ-ში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ამ ხუთი წლის განმავლობაში ევროკავშირიც მოახერხებს და იქ საღი აზრი გაიმარჯვებს, – ამის შესახებ საპარლა

ბრიუსელში დღეს „გაფართოების სამიტი“ გაიმართება

4 ნოემბერი, 2025 , 11:08

4 ნოემბერს ბრიუსელში „გაფართოების სამიტი“ გაიმართება, სადაც მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოქვეყნდება. „გაფართოების სამიტში“ ევროკავშირისა

მამუკა ხაზარაძე ქსენოფობიური სტილის კამპანიას ეწევა, ასეთი პატრიოტი თუა და გულში მჯიღს იცემს, მაშინ გერმანიის ელჩთან ხელშეკრულება შეწყვიტოს და ბინა ქართველს მიაქირაოს - შალვა პაპუაშვილი

3 ნოემბერი, 2025 , 13:03

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მამუკა ხაზარაძე ყალბ პროპაგანდას და ქსენოფობიური სტილის კამპანიას ეწევა. პაპუაშვილი გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადე