არქივი
სამართალი
ადვოკატი ვლადიმერ ჯანჯღავას მიერ გიორგი სალაყაიასთვის „ბადაგონის“ 50-პროცენტიანი წილის გადაფორმების მიზეზებს ასახელებს
კომპანია „ბადაგონის“ ერთ-ერთი მეწილის, ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატი, იმედა დვალიძე იმ გარემოებებს განმარტავს, რის გამოც „ბადაგონის“ 50-პროცენტიანი წილი ვლადიმერ ჯანჯღავამ გიორგი სალაყაიას გადაუფორმა.
როგორც ადვოკატი ამბობს, წილების გადაფორმების მიზეზი კომპანიაში არსებული პრობლემები გახდა, რის გამოც აუცილებელი იყო თანხების მოზიდვა. დვალიძის თქმით, აღნიშნული რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ ჯანჯღავასთვის პრობლემას წარმოადგენდა.
„გრაკორო“ იყო მთავარი ინვესტორი კომპანია, რომელმაც „ბადაგონში“ 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. კითხვა, რომელსაც ვსვამთ, არის ასეთი – რა ინვესტიცია განახორციელა გიორგი სალაყაიამ და როგორ მოხდა, რომ „ბადაგონის“ აქციების 100 პროცენტს ფლობს? რაც შეეხება წილების გადაფორმებას, ეს იყო 2015 წელს ფინანსების მოზიდვის გამო სტრატეგიული გადაწყვეტილება, საჭირო იყო ქართული საბანკო სერვისებისთვის მიმართვა. ქართული კანონმდებლობიდან გამომდინარე, უკეთესი იქნებოდა, თუ კომპანიას ეყოლებოდა ერთი პარტნიორი და ის იქნებოდა საქართველის რეზიდენტი. ამიტომ წილი ფორმალურად გადაუფორმეს სალაყაიას. 2017 წლამდე პრობლემა არ იყო. როგორც კი პრობლემა გაჩნდა, მივმართეთ საგამოძიებო ორგანოებს“, – განაცხადა იმედა დვალიძემ.
ცნობისათვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს „ბადაგონთან” დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია 7 თებერვალს გაავრცელა.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საგამოძიებო სამსახურში 2018 წლის 18 იანვარს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შპს „ბადაგონის“ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
“გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს ,,ბადაგონის“ ყოფილი მეწილის, კომპანია „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის განცხადება.
საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებისა და ზემოაღნიშნული საკითხების დადგენის მიზნით, 2018 წლის 1 თებერვლის სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქალაქ თბილისში მდებარე შპს „ბადაგონის“ ოფისში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, დოკუმენტაციის ამოღება და ელექტრონული ინფორმაციის გამოთხოვა. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებით ხელი არ შეეშლება კომპანია ,,ბადაგონის“ საქმიანობას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
პრემიერის დავალებით, კომპანია "ბადაგონის" საქმეს ბიზნესომბუდსმენი გააკონტროლებს.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს
18 ნოემბერი, 2025 , 11:55
საია-მ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა
17 ნოემბერი, 2025 , 12:53
მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 16:09
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია
14 ნოემბერი, 2025 , 12:29
20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა
13 ნოემბერი, 2025 , 22:08
არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
13 ნოემბერი, 2025 , 19:51

