უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

19 აპრილი, 2017 12:45
font-size

აფხაზეთში კარგად ხედავენ, რომ რუსული ოკუპაციის შედეგი ამ რეგიონის განვითარების შეფერხებაა - არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტი საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და საქართველოს სუვერენიტეტის კიდევ ერთი დემონსტრაციული დარღვევაა.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული მხარე რუსეთის მთავრობას მოუწოდებს, რომ ასეთი პროვოკაციული ქმედებებისგან თავი შეიკავოს.

„რამდენადაც ჩემი აფხაზი მეგობრებისგან ვიცი, აფხაზეთში ლავროვის ვიზიტს დიდი აღფრთოვანება და სიხარული არ მოჰყოლია, რადგან აფხაზეთში კარგად ხედავენ, რომ რუსული ოკუპაციის შედეგი ამ რეგიონის განვითარების შეფერხებაა მაშინ, როცა ამ რეგიონს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენს აფხაზ ძმებს უფლება აქვთ, რომ საკუთარი რეგიონი განავითარონ და უკეთესი ცხოვრება და პირობები ჰქონდეთ. ისინი ხედავენ, რომ რუსული ოკუპაციის პირობებში, ეს პროცესი მთლიანად შეფერხებულია მოყოლებული კონფლიქტის დაწყების დღიდან ამ დრომდე. საგარეო უწყებამ რეაგირება მოახდინა და ჩვენი პოზიციაა, რომ ეს საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა და საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფაა. რუსეთის მთავრობას მოვუწოდებთ, რომ ასეთი პროვოკაციული ქმედებებისგან თავი შეიკავონ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობს

28 იანვარი, 2026 , 16:16

"ჰელსინკის კომიტეტი რატომ გადაიდოო? ზოგი მზეს ხედავს ვაშინგტონში, სადაც  ჯერ დილის 5 საათია ",- ასე პასუხობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელიც აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მიერ საქართ

როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის - გურამ მაჭარაშვილი

27 იანვარი, 2026 , 13:22

როგორც ჩანს, მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ და ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა უკრაინის მხრიდან გადატვირთის პოლიტიკა მიდის, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მ

ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა - ელენე ხოშტარია

26 იანვარი, 2026 , 21:47

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ერთადერთი თემა, რაზეც „ქართულ ოცნებასთან“ დებატი შეიძლება, ახალი არჩევნებია. შესაბამისი განცხადებით ელენე ხოშტარია&n

ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, ვიღაცის ჯიბეს ეს უნდა დააკლდეს – ეს არის დღეს ქსელი, ვინც აკონტროლებს ბაზარს - ირაკლი ქურდაძე

26 იანვარი, 2026 , 17:53

ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, უბნის მაღაზიები დაიკეტა, 90% აიღეს ქსელურმა მაღაზიებმა, ისინი კარნახობენ ბაზარს პირობებს, რისი შესრულებაც მწარმოებლებს გვიწევს - ამის შესახებ  კომპანია „ფრ

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოხდეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების კლება, ასევე იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება - მარიამ ქვრივიშვილი

26 იანვარი, 2026 , 17:46

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრებსა და ქართველ მწარმოებლებს შორის ნაყოფი

არსებობს შესაძლებლობა ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და ორგანიზებულ ქსელებში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის შესვლის ზრდის - დავით სონღულაშვილი

26 იანვარი, 2026 , 17:42

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრა. გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, პირველ რიგში, რომ არსებობს შესაძლებლობა ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და ასევე, ორგანიზებულ ქსელებში

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი