უკან

დღის კალენდარი

30 იანვარი, 2026 08:37
font-size

დღის კალენდარი _ 30 იანვარი

წლის მე-30 დღეახალ წლამდე დარჩა 335 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა წმიდა ანტონი დიდისა (356).

ღირსი ანტონიეს უდიდესი მოღვაწე, დამაარსებელი მეუდაბნოე ცხოვრებისა და მამამთავარი მონაზნობისა, ვინაც წმინდა ეკლესიისაგან დიდის სახელწოდებაც მიიღო, დაიბადა 251 წელს ეგვიპტეში, სოფელ კომაში. მისი მშობლები ღვთისმოშიში ქრისტიანები იყვნენ. ანტონს სიყრმიდანვე უყვარდა საეკლესიო მსახურებაზე დასწრება და ისეთი ყურადღებით უსმენდა საღვთო წერილის კითხვას, რომ სამუდამოდ დაამახსოვრდა მოსმენილი. 20 წლისას ანტონს მშობლები გარდაეცვალა, მან თავისი ქონება ღატაკებს დაურიგა და მოსაგრე ცხოვრება დაიწყო. ღამეს განუწყვეტელ ლოცვაში ატარებდა. ღირსი ანტონი სიცოცხლის ბოლომდე ბეჯითად მსახურებდა ღმერთს.

დაიბადნენ:

1736 – ჯეიმს უატი, ცნობილი გამომგონებელი. გარდაიცვალა 1819 წელს.

1781 – ადალბერტ შამისო, გამოჩენილი გერმანელი მწერალი. გარდაიცვალა 1838 წელს.

1872 – იპოლიტე ვართაგავა, კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, პედაგოგი. გარდაიცვალა 1967 წელს.

1882 – ფრანკლინ დელანო რუზველტი, აშშ-ს 32-ე პრეზიდენტი (1933-1945). გარდაიცვალა 1945 წელს.

1900 – ისააკ დუნაევსკი, ცნობილი რუსეთელი კომპოზიტორი, მელოდისტი. გარდაიცვალა 1955 წელს.

1930 _ თენგიზ სანაძეფიზიკოსი.

1932 _ გურამ თევზაძეფილოსოფოსი, აკადემიკოსი.

1937 – ვანესა რედგეივი, ინგლისური კინოსა და თეატრის გამოჩენილი მსახიობი.

1949 – დავით თევზაძე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

გარდაიცვალნენ:

1649 – კარლოს პირველი, ინგლისის მეფე.

1948 – მოკლეს მაჰატმა მოჰანდას განდი, ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

1951 – ფერდინანდ პორშე, ავსტრიელი ავტოკონსტრუქტორი.

1958 – ერნესტ ჰეინკელი, გერმანელი ავიაკონსტრუქტორი.

1966 – ვასო გოძიაშვილი, კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი.

მოვლენები:

1649 წელიინგლისის მეფე კარლოს პირველი სიკვდილით დასაჯეს.

1945 წელიბალტიის ზღვაში დანციგის ყურეში საბჭოთა წყალქვეშა ნავმა ჩ-13-მა გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი ხომალდი „ვილჰელმ გუსტოვი“ ჩაძირა. დაიღუპა 8000 კაცი.

1951 წელისან-რემოში გაიხსნა იტალიური სიმღერის პირველი ფესტივალი.

1958 წელი22 წლის მოდელიერმა ივ სენ ლორანმა თავისი პირველი სერიოზული ჩვენება მოაწყო პარიზში.

1979 წელიაჯანყების შედეგად ირანის შაჰმა მოჰამად რეზა ფეჰლევიმ ქვეყანა დატოვა.

ღირსსახსოვარი დღეები:

ინდოეთიდამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა ხსოვნის დღე.

კეთროვანთა დახმარების მსოფლიო დღე.

საკვანძო სიტყვები:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი