უკან

პოლიტიკა

19 ოქტომბერი, 2018 17:40
font-size

აფრთხობენ ამომრჩეველს, უნერგავენ აზრს, რომ ჩვენ დესტაბილიზაციას ვგეგმავთ - რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლება ამომრჩეველს აფრთხობს და უნერგავს აზრს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დესტაბილიზაციას გეგმავს.

მისი თქმით, პარტია როცა საჭიროდ მიიჩნევს, მაშინ გამოიყენებს მის უფლებას და გამართავს აქციას.

„როცა გვინდა, მაშინ გამოვიყენებთ ჩვენს უფლებას და ჩავატარებთ მიტინგებს, როცა გვინდა და სადაც გვინდა. როცა საჭიროდ ჩავთვლით, ხალხსაც გამოვიყვანთ. საარჩევნო კამპანიისას ყოველთვის ტარდებოდა წინასაარჩევნო მიტინგები და ამას გავაკეთებთ თუ არა, ჯერ არ ვიცით, შტაბი გადაწყვეტს. თუ ჩვენ და ნებისმიერი პარტია წინასაარჩევნოდ გამართავს თუნდაც 100 000-კაციან მიტინგს, რა არის ამაში გასაკვირი, როცა წინა არჩევნებზე 60 000-კაციანი გვქონდა. როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ქუჩაში მოაწყო 300 000-კაციანი აქცია. ნებისმიერი აქცია, ნებისმიერი საპროტესტო ფორმა, ხელისუფლების მხრიდან რაღაც საგანგაშო რანგშია აყვანილი და ყოველთვის იმეორებენ, რომ დესტაბილიზაციას გეგმავენო. ამით აფრთხობენ მოსახლეობას, აფრთხობენ ამომრჩეველს, უნერგავენ აზრს, რომ ჩვენ დესტაბილიზაციას ვგეგმავთ“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, თუ პარტიამ 100 000-კაციანი აქციის ჩატარება გადაიფიქრა, ეს ნიშნავს, რომ სხვა მიზეზი იყო და მიიჩნია, რომ მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში შესაძლებელია სხვა აქტივობა უმჯობესი იყოს.

„ამდენი ადამიანის მოყვანა, თუნდაც რაიონებიდან, რომლებიც ჩვენი მომხრეები არიან და ტრანსპორტირება სჭირდებათ, ხარჯთან არის დაკავშირებული, ამიტომ შესაძლებელია, ამ ეტაპზე, დანახარჯებისა და შედეგების მიხედვით სხვა აქტივობები უფრო გავაფართოვოთ, თუნდაც ჩავიდეთ რეგიონებში და ასე შემდეგ“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქციაზე 100 000 ადამიანი ვერ გამოჰყავს,საარჩევნო მანიპულაციაა.

„როდესაც გვინდა, მაშინ გამოვიყვანთ ამ რაოდენობის ხალხს. თუ არჩევნები გაყალბდა და თუ ამას ხალხი დაიჯერებს, თავისთვის გამოვა. არაფერი უკანონო ამაში არ არის, რომ თუნდაც წინასაარჩევნოდ მოვაწყოთ დიდი მიტინგი, რომელიც მოუწყვია ყველა პარტიას, მათ შორის „ქართულ ოცნებას““, – აღნიშნა გოცირიძემ.

მისი თქმით, შტაბმა მიიჩნია, რომ საარჩევნო კამპანიის ბოლოს უფრო ეფექტიანია რეგიონებთან ურთიერთობა.

„რადგან გაუქმდა აქცია, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ენერგია მოვახმაროთ რეგიონებთან ურთიერთობასა და არ დავუშვათ რეგიონებიდან ხალხი ჩამოვიდეს აქ. ე.ი. შტაბმა ჩათვალა, რომ ეს არის უფრო ეფექტიანი საარჩევნო კამპანიის ფინიშზე“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მერიაში განცხადება წარადგინა, რომ 19,20,21 ოქტომბერს თბილისში გეგმავდა წინასაარჩევნო აქციის ჩატარებას, თუმცა მოგვიანებით პარტიამ განაცხადა, რომ აქცია აღარ გაიმართება.

ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, ივანიშვილი აპირებს პრეზიდენტის სასახლის მიყიდვას, დიდი ალბათობით საკუთარ თავზე - მიხეილ სააკაშვილი

2 თებერვალი, 2026 , 18:34

ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, ივანიშვილი აპირებს პრეზიდენტის სასახლის მიყიდვას, დიდი ალბათობით საკუთარ თავზე, მისი ფუნქციის და არქიტექტურის შეცვლას , - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი,&nbs

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

2 თებერვალი, 2026 , 18:21

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საგაზაფხულო სესიის პირველი სამუშაო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრეს

2 თებერვალი, 2026 , 18:09

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, 3-6 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო და მათი შემდგომი განხილ

წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გრანტების სახით შემოსული თანხები ექსტრემიზმის განვითარებას ხმარდება - ასე თუ არაა, რატომ არის გამჭვირვალობა პრობლემა - გია ვოლსკი

2 თებერვალი, 2026 , 17:56

არავითარი რეპრესია არ არსებობს. ნებისმიერი გრანტი დასაშვებია, მაგრამ როდესაც ამბობ, რომ პროგრამა განეკუთვნება კულტურის დარგში ცნობიერების ამაღლებას, იმ თანხით არ უნდა ჩაატარო შეკრება, რომელიც ეხება ახალგაზრდების ტრენინგს

დეზინფორმაციაა ის, რომ რომელიმე უნივერსიტეტი უქმდება - ის, რომ სახელწოდება იქნება „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, არ გულისხმობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩაყლაპვას - მარიამ ლაშხი

2 თებერვალი, 2026 , 17:47

დეზინფორმაციაა ის, რომ რომელიმე უნივერსიტეტი უქმდება - ის, რომ სახელწოდება იქნება „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, არ გულისხმობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩაყლაპვას - ეს არის ერთი ქოლგის, ერ

დუბაიში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი დაიწყო

2 თებერვალი, 2026 , 17:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დუბაის ალ მაქთუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი