უახლესი ამბები
- 02.02.2026 18:21იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
- 02.02.2026 17:56წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გრანტების სახით შემოსული თანხები ექსტრემიზმის განვითარებას ხმარდება - ასე თუ არაა, რატომ არის გამჭვირვალობა პრობლემა - გია ვოლსკი
- 02.02.2026 17:47დეზინფორმაციაა ის, რომ რომელიმე უნივერსიტეტი უქმდება - ის, რომ სახელწოდება იქნება „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, არ გულისხმობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩაყლაპვას - მარიამ ლაშხი
- 02.02.2026 17:10ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა
არქივი
დღის კალენდარი
დღის კალენდარი - 2 თებერვალი
წლის მე-33 დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 332 დღე.
საეკლესიო კალენდარი
ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ექვთიმე დიდისა (473). მოწამეთა: ვასასი, ევსები, ევტიქი, ბასილიდისა (303); ინნასი, პინასი და რიმასი (I-II).
კეთილმსახურისა მეფისა ლეონ დიდისა (474) ღირსთა ექვთიმე მდუმარისა და ლავრენტი დაყუდებულისა; მოწამისა ზაქარია პატრელისა.
ღირსი მამა ექვთიმე დიდი წარმოშობით ქალაქ მელიტინიდან იყო. მისი მშობლები პავლე და დიონისია წარჩინებული წარმოშობის ღვთისმოშიში ქრისტიანები იყვნენ.
მამა ღირსი ექვთიმესი ადრე გარდაიცვალა. დედამ კი ძე აღსაზრდელად ევდოქსი ხუცესს მიაბარა. მან ყრმა მილიტინის ეკლესიის ეპისკოპოსს ოტრიოსს გადასცა. მალე ეპისკოპოსმა ეკლესიის მკითხველად დაადგინა იგი.
თავის 30-ე წელს ფარულად წავიდა მშობლიური ქალაქიდან და იერუსალიმს გაემართა. იქ მან მონასტრის ზღუდეთა გარეთ ცარიელი ჯოხი ნახა და დასახლდა. მან შემოიკრიბა საძმო და ღირსეულად მსახურებდა ღმერთს.
თავისი აღსასრულის დღე ექვთიმეს წინასწარ გამოეცხადა, დამოძღვრა ძმები და 478 წელს მიიცვალა. იგი ამ დროს 97 წლისა იყო.
წმიდა მოწამენი ვასა, ევსევი, ევტიქი და ბასილიდე იმპერატორ დიოკლიტიანეს კარისკაცნი იყვნენ. ისინი მოწმენი გახდნენ, თუ როგორ ევნო ქრისტეს რწმენისათვის ნიკომიდიის ეპისკოპოსი თეოპემტე (ხსენება 5 იანვარს), თვითონაც ირწმუნეს იგი ჭეშმარიტ ღმერთად და წმიდა ნათელი მიიღეს. ამისთვის ისინიც აწამეს და სიკვდილით დასაჯეს. წმიდა ვასა მიწაში ჩამარხეს წელამდე და მახვილით აჩეხეს, წმიდა ევსევი თავდაყირა დაჰკიდეს და შუაზე გაჰკვეთეს, წმიდა ევტიქი ბოძებზე მიაკრეს ხელ-ფეხით და ნაწილებად დაგლიჯეს, ხოლო წმიდა ბასილიდეს დანით გაუფატრეს მუცელი. ეს წმიდა მოწამენი 303 წელს ევნენ.
წმიდა მოწამე ზაქარია 1782 წელს ევნო ქრისტეს სჯულისათვის თურქთაგან, ძველ პატრებში (ყოფილი პელეპენოსი). თავდაპირველად მან მუსლიმთა სარწმუნოება მიიღო, მაგრამ შემდეგ შეინანა და კვლავ ქრისტეს ჭეშმარიტ რწმენაზე მოიქცა. იგი ხეზე გაკრული აღესრულა მოწამებრივად.
დაიბადნენ:
1522 – ლუდოვიკო ფერარი, ცნობილი იტალიელი მათემატიკოსი. გარდაიცვალა 1565 წელს.
1700 – იოჰან ტოტშედი, გამოჩენილი გერმანელი მწერალი. გარდაიცვალა 1766 წელს.
1769 – კლიმენტ XIII, რომის პაპი.
1829 – ალფრედ ედმუნდ ბრემი, ზოოლოგი, ავტორი მრავალტომიანი ნაშრომისა „ცხოველთა ცხოვრება“. გარდაიცვალა 1884 წელს.
1875 – ფრიც კრეისლერი, ცნობილი ავსტრიელი მევიოლინე, კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1962 წელს.
1882 – ჯეიმს ჯოისი, ირლანდიელი მწერალი. გარდაიცვალა 1941 წელს.
1883 – მიხეილ გნესინი, საბჭოთა კომპოზიტორი, პედაგოგი. გარდაიცვალა 1975 წელს.
1889 – კონსტანტინე ერისთავი, ქირურგი, აკადემიკოსი. გარდაიცვალა 1975 წელს.
1892 _ ბორის კუფტინი, არქეოლოგი და ეთნოგრაფი. აღმოაჩინა და შეისწავლა თრიალეთის კულტურა. გარდაიცვალა 1953 წელს.
1901 – იაკობ ჰეიფეცი, ამერიკელი მევიოლინე.
1908 – სოლომონ ხუციშვილი, ლიტერატურის მკვლევარი, პროფესორი. გარდაიცვალა 1997 წელს.
1926 – ვალერი დესტენი, ფრანგი პოლიტიკოსი, საფრანგეთის პრეზიდენტი 1974-1982 წლებში.
1934 – ოთარ იოსელიანი, კინორეჟისორი, სცენარისტი.
გარდაიცვალნენ:
1907 – დმიტრი მენდელეევი, ცნობილი რუსი ქიმიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი.
1920 – რობერტ ედვინ პირი, ამერიკელი მკვლევარი, ადმირალი, მან პირველმა მიაღწია ჩრდილოეთ პოლუსს.
1970 – ბერტრან რასელი, ინგლისელი ფილოსოფოსი.
მოვლენები:
962 – რომში მეფედ აკურთხეს ოტონა I დიდი.
1709 – კუნძულ მასოტიერადან წამოიყვანეს ალექსანდრ სელკირკი, რობინზონ კრუზოს პროტოტიპი, რომელმაც კუნძულზე 4 წელზე მეტ ხანს იცხოვრა.
1852 – მამაკაცთა პირველი საზოგადოებრივი საპირფარეშო გაიხსნა ლონდონში ფლიტ სტრიტზე.
1924 – ბრიტანეთსა და საბჭოთა კავშირს შორის ოფიციალური ურთიერთობა დამყარდა.
1943 – დასრულდა სტალინგრადის ბრძოლა.
1989 – დასრულდა საბჭოთა კავშირის მიერ ავღანეთის ათწლიანი ოკუპაცია.
ღირსახსოვარი დღეები:
აშშ, კანადა — ზაზუნას დღე.


