უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 აპრილი, 2018 17:25
font-size

აღარ გვეკონტაქტებიან, რადგან თემირლანის თაობაზე გამოსაძიებელი არაფერი არ არის - მალხაზ მაჩალიკაშვილი

პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა და მომხდარზე გამოსაძიებელი არაფერი არაა.

მან დაამატა, რომ სანამ საქმეზე დასკვნები არ დაიდება, მანამდე პანკისელები სხვა საკითხებზე საუბარს არ აპირებენ.

„მოცვივდნენ მძინარე ბავშვის სახლში, საწოლში ჩაკლეს, იქიდან გამოიქცნენ და ყველა თავიანთ სოროებში შეიმალა. იმ სოროდან არცერთი გარეთ არ გამოდის, ეს პრობლემურია, აბა რა არის. აღარ გვეკონტაქტებიან, რადგან თემირლანის თაობაზე გამოსაძიებელი არაფერი არ არის. დაშვებულია ძალიან დიდი შეცდომა. შეცდომის აღიარება მაგათ არ უნდათ, იმიტომაც არ უნდათ გამოჩენა და საქმეს წელავენ. ვიღაცას, სადღაც რაღაც უნდათ, ათქმევინონ, რაღაც დააბრალონ, მაგრამ ეს არ იქნება. სანამ თემირლანის საქმე არ გაირკვევა, არც ჰესებსა და არც სხვა თემებზე პანკისის ხეობაში საერთოდ არ იქნება საუბარი. საქმის შესახებ არაფერი არ ვიცი. სუს-ში უნდა გამოიძიონ, ვინ ჩაიდინა, ვინ დაგეგმა, ვინ ესროლა და ვინ არის მაგაში დამნაშავე.

თემირლანზე გამოსაძიებელი არაფერია. ძიებასთან დაკავშირებით არანაირი პასუხი არ გვაქვს“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

სპეცოპერაცია 26 დეკემბერს ჩატარდა. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაჭრეს. ის გადაიყვანეს თბილისში. იგეგმებოდა მისი გაგზავნა სამკურნალოდ საზღვარგარეთ, თუმცა 2018 წლის 10 იანვარს თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა.

საუბნო-საარჩევნო კომისიების დამოუკიდებელ წევრებთან გასაუბრება არასდროს ყოფილა ვალდებულება - ცესკო-ს სპიკერი

14 აგვისტო, 2018 , 17:40

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ანა მიქელაძის განმარტებით, კანონში ჩანაწერის შესრულება, რომელიც საუბნო-საარჩევნო კომისიების დამოუკიდებელ წევრებთან გასაუბრებას გულისხმობს, არასდროს ყოფილა ვალდებულება. ამასთან, როგ

საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას უკვე კამპანიური ხასიათი მიეცა - ანა მიქელაძე

14 აგვისტო, 2018 , 17:30

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიაჩნიათ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას უკვე კამპანიური ხასიათი მიეცა, რაც წარმოადგენს მიზანმიმართული გეგმის ნაწილს, დააზიანოს საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ხალხის ნდო

ჩვენ ვფიქრობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისი კანდიდატი ამ არჩევნებში არ უნდა ჰყავდეს -თამარ ჩუგოშვილი

14 აგვისტო, 2018 , 16:40

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ქვეყნის დემოკრატიის განვიტარებისთვის „ქართულ ოცნებას“ თავის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე არ უნდა ჰყავდეს. „ბევრი ვიმსჯელეთ, გვქონდა დისკუსიე

რეალური კონსულტაციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, ვერ მოხერხდება - თამარ ჩუგოშვილი

14 აგვისტო, 2018 , 16:40

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ბოლოდროინდელი განცხადებების გათვალისწინებით მმართველმა გუნდმა გადაწვიტა, უზენაესი სასამართლოს თ

აშშ-ის მხრიდან საქართველოს აქვს უპრეცედენტოდ მაღალი დონის მხარდაჭერა - დავით ზალკალიანი

14 აგვისტო, 2018 , 16:40

„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს, რომელიც არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი კერძოდ იმ თვალსაზრისით, რომ მასში არის დებულება საქართველოს შესახებ. წინა წლებისგან

ჩემი ძმა ცოცხალია და მას სჭირდება შველა - კონგოში დატყვევებული სოსო ოსორაულის ძმა

14 აგვისტო, 2018 , 15:50

კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის იოსებ ოსორაულის ძმის, გია ოსორაულის განცხადებით, მისი ძმა ცოცხალია და დახმარება სჭირდება. „ჩემი ძმა ცოცხალია და მას სჭირდება შველა“, -თქვა გია ოსორაულმა დღევანდელ პრესკ

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან