უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
- 22.10.2025 14:47მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
- 22.10.2025 13:59ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
არქივი
საზოგადოება


აღმოაჩინეთ მარკეტინგული კურსები საქართველოს ბანკის ბიზნესკურსზე
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს, ასევე ბიზნესის მართვით დაინტერესებულ ადამიანებს, შესაძლებლობას აძლევს, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსებით გაიღრმავონ ცოდნა და საკუთარი საქმიანობა გააძლიერონ. ამ მიზნით, ბანკმა რამდენიმე წლის წინ შექმნა პლატფორმა businesscourse.ge, რომელზეც მრავალფეროვანი ონლაინ კურსებია ხელმისაწვდომი.
პლატფორმაზე ახლა 60-მდე კურსია განთავსებული. მათ შორისაა მარკეტინგის მიმართულებს კურსები, რომლებიც ამ დარგის თანამედროვე პრინციპებსა და მეთოდებს მიმოიხილავს. კურსები ხელმისაწვდომია დისტანციურად, ვიდეოლექციების ფორმატში და მათი გავლა ნებისმიერ მსურველს, ნებისმიერ დროს შეუძლია.
მარკეტინგული კვლევის როლი ბიზნესში
ამ კურსის გავლის შემდეგ გაიგებთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს მარკეტინგული კვლევის დაგეგმარების სწორ პროცესსა და ჩატარებას ბიზნესისთვის. გაეცნობით მარკეტინგული კვლევის მეთოდებს, თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევების ძირითად უპირატესობებსა და განსხვავებებს. ასევე გაიგებთ, თუ რა ინფორმაციას გვაძლევს მარკეტინგული კვლევა ბიზნესის განვითარებისა და წინსვლისთვის. კურსი შედგენილია გლობალური კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია ACT-ის აღსრულების ლიდის, ნატალია კვიწინაშვილის, მიერ.
დარეგისტრირდით კურსზე ამ ბმულიდან.
Email მარკეტინგი
ბიზნესკურსზე „Email მარკეტინგი“ შეისწავლით, მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართის შეგროვების მეთოდებს, ტექსტური მეილების ვიზუალიზაციასა და ციფრული ხელსაწყოების ისე გამოყენებას, რომ შეძლოთ ეფექტური კამპანიების დაგეგმვა და გაშვება თქვენი ბიზნესისთვის. კურსს უძღვება საქართველოს ბანკის ციფრული არხების ხელმძღვანელი, სოსო გომარელი.
დარეგისტრირდით კურსზე ამ ბმულიდან.
ელექტრონული კომერცია
აღნიშნული კურსით გაიგებთ, როგორ შექმნათ ელექტრონული კომერციის ვებგვერდი, რომელი პლატფორმები გამოიყენოთ, რა როლს ასრულებს ხელოვნური ინტელექტი და ციფრული მარკეტინგი ამ გზაზე. ეს ყველაფერი კი წარმატებული ბიზნესის წამოწყებასა თუ მართვაში დაგეხმარებათ. მას უძღვება ელექტრონული კომერციის სპეციალისტი, თორნიკე აფხაზი.
დარეგისტრირდით კურსზე ამ ბმულიდან.
კონტენტის მენეჯმენტი
ამ კურსით შეიტყობთ, რა მნიშვნელობა აქვს კონტენტის მარკეტინგს დამწყები ბიზნესებისთვის, კონტენტის როგორი ფორმატები არსებობს, როგორ უნდა შეადგინოთ კონტენტის სტრატეგია და დაგეგმოთ კამპანია. კურსის განმავლობაში გაიცნობთ მარტივ აპლიკაციებს, რომლებიც კონტენტის შექმნაში დაგეხმარებათ, ამასთან, გაეცნობით თანამედროვე ტენდენციებს. კურსი მოამზადა ესერტი კონტენტ სტუდიოს დამფუძნებელმა ლიანა მეტრეველმა.
დარეგისტრირდით კურსზე ამ ბმულიდან.
ბრენდინგი
ბრენდინგის ბიზნესკურსის გავლის შემდეგ გაიგებთ, სად იწყება ბრენდი, რა ნაბიჯები უნდა გადადგათ მის ასაშენებლად, როგორ უნდა შეურჩიოთ ბრენდს მთავარი საკომუნიკაციო გზავნილი, როგორ დაარქვათ სახელი, რა დეტალები გაითვალისწინოთ ბრენდის დიზაინის შექმნისას და სხვა. კურსს უძღვება ალექს ჩიქოვანი, Live Branding-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
დარეგისტრირდით კურსზე ამ ბმულიდან.
ინფორმაციისთვის, ბიზნესკურსი ბიზნეს 360°-ის ნაწილია. ბიზნეს 360° კი ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
22 ოქტომბერი, 2025 , 17:53

საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
22 ოქტომბერი, 2025 , 17:46
მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
22 ოქტომბერი, 2025 , 14:47

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:40

თუ ხარ ემიგრანტი, გაუგზავნე გზავნილი საკუთარ თავს და მიიღე პრიზები საქართველოს ბანკის მობილბანკში
21 ოქტომბერი, 2025 , 15:49

საქართველოს ბანკსა და „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
21 ოქტომბერი, 2025 , 12:57