უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 დეკემბერი, 2025 17:14
font-size

აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, $25 მლნ-ისა და €15 მლნ-ის ოდენობის საჯარო ობლიგაციები გამოუშვა

კომერციული უძრავი ქონების სექტორის წამყვანმა კომპანიამ, აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური ჩართულობით, ჯამურად 82 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, პირველი და მეორე ტრანშების სახით 25 მილიონი დოლარის და 15 მილიონი ევროს საჯარო ობლიგაციები გამოუშვა. ტრანზაქცია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

წლიურმა საპროცენტო სარგებელმა დოლარის 2-წლიან ობლიგაციებზე 7.75%, ხოლო ევროს 3-წლიანი ობლიგაციების შემთხვევაში 6.50% შეადგინა. ობლიგაციებზე მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან. განთავსებაში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა ინვესტორმა, რაც ბაზრის მაღალ ინტერესსა და კომპანიის მიმართ არსებულ ნდობაზე მიუთითებს.

აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია საქართველოს კაპიტალის ბაზრის აქტიური ემიტენტია. კომპანია გალტ & თაგარტთან 2022 წლიდან ექსკლუზიურად თანამშრომლობს და ამ პერიოდიდან დღემდე ხუთი მსხვილი ემისია წარმატებით განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ 82 მილიონი დოლარის პროგრამის ფარგლებში გამოშვებული ორივე ინსტრუმენტი წარმოადგენს მწვანე ობლიგაციას, რომელიც უკავშირდება კომპანიის მიერ მწვანე სერტიფიკატის (EDGE) მიღებას მოლებისა და სითი თაუერსისთვის. ობლიგაციებიდან მოზიდული თანხები კი როგორც არსებული ვალდებულებების რეფინანსირებას, ასევე ახალი კაპიტალური პროექტების დაფინანსებას მოხმარდება.

„მწვანე ობლიგაციების გამოშვება ჩვენთვის არის სტრატეგიული ნაბიჯი, რომელიც აერთიანებს ფინანსურ მდგრადობასა და გარემოზე პასუხისმგებლობას. სითი მოლი საბურთალო, გლდანი და სითი თაუერი - ყველა შეფასდა EDGE Advanced დონეზე, რაც ნიშნავს, რომ ენერგიის მოხმარება 40%-ზე მეტით არის შემცირებული. გალტ & თაგარტთან პარტნიორობით განხორციელებული ეს ემისია გვაძლევს შესაძლებლობას, როგორც არსებული ვალდებულებები დავაფინანსოთ უფრო ეფექტურად, ისე განვაგრძოთ ახალი, მასშტაბური და მდგრადი პროექტების განვითარება საქართველოში“, - აცხადებს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას გენერალური დირქტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ლევან მესხელი.

“აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია გალტ & თაგარტის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და გრძელვადიანი პარტნიორია. ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მსხვილი ემისიები როგორც კომპანიის ძლიერ ბიზნეს მოდელზე, ისე ინვესტორების მხრიდან მზარდ ნდობაზე უსვამს ხაზს. მწვანე ობლიგაციების გამოშვება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მდგრადი ფინანსების წახალისების მიმართულებით და მკაფიო მაგალითია იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ადგილობრივ ბაზარზე. აღნიშნული ტრანზაქცია წარმოადგენს უმსხვილეს მწვანე ობლიგაციების ემისიას საქართველოში, და ამასთანავე - პირველ მწვანე ობლიგაციების ემისიას კომერციული უძრავი ქონების სექტორში, რაც განსაკუთრებით გვეამაყება. გალტ & თაგარტი მუდმივად მუშაობს იმაზე, რომ ემიტენტებს პროგრესული ფინანსური გადაწყვეტილებები, ხოლო ინვესტორებს — მაღალი ხარისხის საინვესტიციო ინსტრუმენტები შესთავაზოს“, - აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.

აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და გამოცდილი ოპერატორია სავაჭრო და ბიზნეს ცენტრების მიმართულებით. მის პორტფელში შედის ორი წამყვანი სავაჭრო ცენტრი – სითი მოლი საბურთალო, სითი მოლი გლდანი და სითი თაუერი, რომლებიც 100%-მდე დატვირთულობით ფუნქციონირებენ.

„იმედის“ მფლობელი “ტელე იმედს“ ემშვიდობება

6 თებერვალი, 2026 , 20:02

ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე „ტელე-იმედიდან“ „ჰანიველ პარტნერსის“ გასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც რუხაძე აღნიშნავს, „პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადავწყ

„ლიდერობა და შედეგიანობა სწრაფი ცვლილებების ხანაში“ — ბათუმში Solo Business Talks გაიმართა

6 თებერვალი, 2026 , 19:24

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმის SOLO ლაუნჯში, Solo Business Talks-ის პირველი შეხვედრა გაიმართა თემაზე - „ლიდერობა და შედეგიანობა სწრაფი ცვლილებების ხანაში“. ღონისძიებას უძღვებოდა ალექსანდრე ჯეჯელავა -

გალტ & თაგარტმა საქართველოში ელ-კომერციის სექტორის წარმომადგენლებთან კვლევის შედეგები წარადგინა

6 თებერვალი, 2026 , 18:07

გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, იქომერს ასოციაცია საქართველომ ელექტრონული კომერციის სექტორის ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში ინდუსტრიის წარმომადგენლებს გალტ & თაგარტის მიერ მომზადებული საქარ

ზამთრის ოლიმპიური თამაშები იწყება - საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი

6 თებერვალი, 2026 , 16:56

2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, მილანსა და კორტინა-დ’ამპეცოში 6-22 თებერვალს გაიმართება და მასში მონაწილეობას 91 ქვეყანა მიიღებს.  ტურნირის ფარგლებში, სპორტსმენები ერთმანეთს ყინუ

ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო ათ მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა - ჯანდაცვის სამინისტრო

6 თებერვალი, 2026 , 14:44

ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო ათ მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ერთ ექიმს საექიმო საქმიან

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში კვების ცხრა ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

6 თებერვალი, 2026 , 14:36

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა დედაქალაქში  საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს. მათივე ცნობით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინსპექტირება 20-მდე ობიექტში ჩ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი