უახლესი ამბები
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
- 22.10.2025 14:47მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
- 22.10.2025 13:59ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
- 22.10.2025 11:39დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
- 22.10.2025 11:15ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
- 22.10.2025 11:06შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა
- 22.10.2025 10:4022 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
არქივი
სამართალი


„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ განათლების საერთაშორისო ცენტრის წინააღმდეგ პრეცედენტული დავა მოიგო
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის წინააღმდეგ პრეცედენტული დავა მოიგო, რომლის მიხედვითაც, ცენტრს საფუძველი აღარ ექნება საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კონკურსში მონაწილეობაზე უარი უთხრას კონკურსანტებს, რომელთა განაცხადიც შეეხება ნაწილობრივი აკადემიური დატვირთვის მქონე (ე.წ. part-time) პროგრამების დაფინანსებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების საერთაშოროსო ცენტრის 2016 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება ნ. შ.-ს განაცხადის და საკონკურსო დოკუმენტაციის კონკურსის- „სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა 2016-2017”-ის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შესახებ. მოსარჩელემ 2016 წელს ჩააბარა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე. მისი აპლიკაცია და განაცხადი სრულად პასუხობდა ცენტრის მიერ „საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა 2016-2017”-ის კონკურსის დებულებით განსაზღვრულ და დადგენილ ყველა მოთხოვნას, პროგრამის მიზნებსა და ამოცანებს.
აპლიკანტს უარი ეთქვა საკონკურსო განაცხადის შინაარსობრივ განხილვაზე, რადგან მისი სამაგისტრო პროგრამა ცენტრის მიერ ჩაითვალა დისტანციური და დაუსწრებელი სწავლების ფორმად, თუმცა აპლიკანტის უნივერსიტეტში ჩარიცხვის წერილში ცალსახად იყო დაფიქსირებული რომ პროგრამის სწავლების ფორმა დასწრებული და არადისტანციურია. ცენტრი საკუთარ პოზიციას ასაბუთებდა თავის დებულებაში არსებული ჩანაწერით, რომლის მიხედვითაც, „პროგრამა არ ითვალისწინებს დისტანციურ/დაუსწრებელ აკადემიურ პროგრამებზე სწავლის დაფინანსებას“. სასამართლომ არ გაიზიარა ცენტრის მტკიცება იმის შესახებ, რომ ნაწილობრივი დატვირთვის მქონე აკადემიური პროგრამა ავტომატურად გულისხმობს სწავლების დისტანციურ/დაუსწრებელ ფორმას. ამასთან, მხარემ სასამართლო წესით დაამტკიცა, რომ მოსარჩელის მიერ არჩეული სამაგისტრო პროგრამის სწავლების ფორმა არის არადისტანციური და დასწრებული.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელემ სწავლებისთვის სახელმწიფო გრანტი ცენტრის დებულებით განსაზღვრული დამატებითი პროცედურების გავლის შემდეგ უნდა მიიღოს, რაც გულისხმობს ელექტრონული განაცხადის შინაარსობრივ შეფასებას და გასაუბრებას. ამ მიმართულებით, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა მის მიერ კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი თანხის ამ ეტაპზე ცენტრის მიერ, უკვე ზარალის ანაზღაურების ფორმით გადახდასთან დაკავშირებით, რადგან მოსარჩელე უკვე სწავლობს ზემოაღნიშნულ სამაგისტრო პროგრამაზე.
ორგანიზაციამ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმართ დავა სამართალწარმოების წესით 2016 წლის აგვისტოში დაიწყო. მოცემულ ეტაპზე უცნობია, გასაჩივრდება თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში. საქმეზე წარმომადგენლობა „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განახორციელა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა მომავალი საქმიანობისთვის, სამოქმედო დებულებაში უნდა განახორციელოს ცვლილება და მკაფიოდ დაადგინოს სწავლების რა ფორმების მქონე პროგრამების დაფინანსებას (არ) განიხილავს თავისი კონკურსების ფარგლებში; ასევე, უზრუნველყოს ტერმინების - „დისტანციური“ და „დაუსწრებელი“ სწორი და ადეკვატური გავრცელება შესაბამის პროგრამებზე. აღნიშნული ხელს შეუწყობს ცენტრის მხრიდან წარმოებული კონკურსების საჯაროობასა და გამჭვირვალობას.
საკვანძო სიტყვები:

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
22 ოქტომბერი, 2025 , 19:30
პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
22 ოქტომბერი, 2025 , 17:39
დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
22 ოქტომბერი, 2025 , 11:39
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა
22 ოქტომბერი, 2025 , 11:06
18-19 ოქტომბრის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის14 პირია დაკავებული - შსს
21 ოქტომბერი, 2025 , 18:37

„ფორმულას“ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 13:19