უკან

საზოგადოება

30 იანვარი, 2026 13:25
font-size

ახალი ფუნქციონალი საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში ინვოისების სამართავად

საქართველოს ბანკი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და მათთვის მარტივი და ხელმისაწვდომი ციფრული ინსტრუმენტების განვითარებას. ამ მიზნით, განახლდა ბიზნეს ინტერნეტბანკი და ინვოისების მართვის ახალი ფუნქციონალი დაემატა. ფუნქციონალი ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, პირდაპირ ინტერნეტბანკშივე შექმნან ინვოისები, ჩამოტვირთონ, გააგზავნონ და, რაც მთავარია, ავტომატურად დაუკავშირონ ჩარიცხულ თანხებს.

ამ სიახლით ბიზნესებს გადახდებთან და ფინანსების მართვასთან დაკავშირებული პროცესები შეუძლიათ ერთ სივრცეში მოაქციონ.

რას მოიცავს ახალი ფუნქციონალი?

  • - ჩარიცხული თანხების ავტომატური დაკავშირება შესაბამის ინვოისებთან, რაც უზრუნველყოფს სტატუსების ავტომატურ განახლებას - ეს იმას ნიშნავს, რომ ჩარიცხვების იდენტიფიცირება ავტომატური ხდება, ტრანზაქცია კონკრეტულ ინვოისს თავისით მიებმევა, მექანიკურად მონიტორინგი კი საჭირო აღარ იქნება.
  • - ინვოისების შექმნა და გაგზავნა როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებთან ბიზნეს ინტერნეტბანკის და ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
  • - ინვოისზე კომპანიის ლოგოს, ხელმოწერის დამატების შესაძლებლობა;
  • - დღგ-ისა და ფასდაკლების მითითება ინვოისის შექმნისას;
  • - ინვოისის მონახაზის შექმნა და მისი ჩამოტვირთვა PDF ფორმატში;
  • - გაგზავნილი და მიღებული ინვოისების მართვა ერთ სივრცეში – ყველა ინვოისი ხელმისაწვდომია ბიზნეს ინტერნეტბანკში;
  • - ინვოისების სტატუსების კონტროლი – გადახდილი, ნაწილობრივ გადახდილი, გადასახდელი ან ვადაგასული ინვოისების შემოწმება.

გარდა ამისა, ბიზნეს ინტერნეტბანკს ცოტა ხნის წინ დაემატა კიდევ ერთი ინოვაციური ფუნქციონალი. მომხმარებელს შეუძლია ინვოისის ფოტოს ატვირთვა, რომელსაც სისტემა AI ტექნოლოგიის მეშვეობით კითხულობს და გადარიცხვის ფორმას ავტომატურად ავსებს. აღნიშნული ფუნქცია მნიშვნელოვნად ამცირებს შეცდომების რისკს და ზოგავს ბიზნესის დროს.

გარდა ამისა, ბიზნეს ინტერნეტბანკში ხელმსაწვდომია თანხის მოთხოვნის ფუნქციონალი, რომლითაც ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, გადაამოწმოს მიიღო თუ არა გაწეული მომსახურების საფასური და ნახოს, თანხის რა ნაწილია ჩარიცხული. პროდუქტის უპირატესობას ასევე წარმოადგენს ის რომ, აღარ არის საჭირო ინვოისის ელფოსტაზე გაგზავნა. კიდევ უფრო გამარტივებულია მიმღების ანგარიშის ნომერთან დაკავშირებული პროცედურა, რადგან მიმღები მოთხოვნისას თავად უთითებს, რომელ ანგარიშზე სურს განხორციელდეს ჩარიცხვა და გადარიცხვის დავალების ცალკე აკრეფაც აღარ არის საჭირო.

აღმოაჩინეთ ბიზნეს ინტერნეტბანკის შესაძლებლობები და მართეთ თქვენი ბიზნესი მარტივად.

Creator-ის გამარჯვებული ცნობილია - უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე

30 იანვარი, 2026 , 19:03

საქართველოს ბანკის მიერ ქართველი კრეატორების გაძლიერების მიზნით შექმნილი პროექტის - Creator-ის ფინალური ეპიზოდი უკვე YouTube-ზეა.  ფინალურ ეტაპზე ორი მონაწილე Veriko Bazali და WildDoc გადავიდნენ. გამარჯვებულის ვინაო

საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

30 იანვარი, 2026 , 17:26

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მთავარი პარტნიორი, აგრძელებს ბიზნესების გაძლიერებასა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.  ამჯერად, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და SavvY-ს ინიციატივით, ბანკის პარტნიორმა კო

საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა

30 იანვარი, 2026 , 17:20

ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის STEM მიმართულებით განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად მესამე წელია STEM ოლიმპიადას მართავს. წელს ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღე

აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს

30 იანვარი, 2026 , 12:03

საქართველოში აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საელჩო ავრცელებს. „აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-შ

ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

29 იანვარი, 2026 , 16:18

საქართველოს მთავრობის №33 დადგენილებით, 2026 წლის 27 იანვრიდან ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ცხ

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ გოგა გულორდავა აირჩიეს

29 იანვარი, 2026 , 12:59

კომუნიკაციების კომისიის წევრებმა 2026 წლის 29 იანვარს ჩატარებულ არჩევნებზე გოგა გულორდავა სამი წლის ვადით კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. გოგა გულორდავამ ამ თანამდებობაზე კახა ბექაური შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების ვად

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი