უკან

პოლიტიკა

2 ივნისი, 2017 13:30
font-size

ახალი კონსტიტუციით ჩვენ მივიღებთ შეიარაღებულ ძალებს, რომლის შესახებაც არაფერი ვიცით - თინა ხიდაშელი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, კონსტიტუციაში 3 სახის პრობლემა არსებობს.

ხიდაშელმა პრეტენზია გამოთქვა ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაზე, სადაც არ ყოფილა პრაქტიკული საუბარი თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე.

ყოფილი მინისტრის თქმით, ხელისუფლება ასე ამტკიცებს, რომ ამ თემებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.

ხიდაშელმა ყურადღება გაამახვილა, რომ კონსტიტუციაში ჩნდება ბუნდოვანი ჩანაწერი „სხვა შეიარარებული ძალების“ შესახებ, რომელშიც მითითებული არაა, ვინ უხელმძღვანელებს მას და რა სტატუსით ისარგებლებს.

„შინაარსობრივად მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ჩნდება ცნება სხვა შეიარაღებული ძალებისა, რომელთან დაკავშირებითაც შემდეგ უკვე კონსტიტუციაში აღარაფერია ნათქვამი, ანუ რეალურად, თუ ეს პროექტი იქნება მიღებული, ჩვენ მივიღებთ შეიარაღებულ ძალებს, რომლის შესახებაც არაფერი ვიცით. არ ვიცით, ვინ არის მეთაური, რა სტატუსით ისარგებლებს, რა როლი ექნება ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში და ა. შ.. ორი რამ შეიძლება გაგვახსენდეს ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან ამასთან დაკავშირებით, ეს არის შინაგანი ჯარი ან მხედრიონი. ეს არის ძალიან ცუდი, არ შეიძლება და წარმოუდგენელია“, - განაცხადა ხიდაშელმა.

მან აღნიშნა, რომ კონსტიტუციის კიდევ ერთი პრობლემაა, რომ კონკრეტულად არაა მითითებული, ვინ იღებს გადაწყვეტილებას სამხედრო ძალების მოქმედებასთან დაკავშირებით. ხიდაშელმა განაცხადა, რომ ეს აჩენს საფრთხეს, რომ არაიდენტიფიცირებული შეიარაღებული ძალები გამოიყენონ ნებისმიერი მიზნით.

„მესამე პრობლემა, ეს არის გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ვერც თქვენ და ვერც სხვა ადამიანი ვერ მეტყვით, შემოთავაზებულ მოდელში როგორ, ვის მიერ და რა ვითარებაში ხდება გადაწყვეტილების მიღება სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ. ერთსა და იმავე მუხლში წერია, რომ ეს უფლება აქვს პრემიერს, პრეზიდენტს და ხანდახან პარლამენტის თანხმობა სჭირდება და ხანდახან არ სჭირდება. არ შეიძლება კონსტიტუცია იყოს ასეთი გაუგებარი, რადგან ეს იძლევა უზარმაზარ შესაძლებლობას, უპასუხისმგებლო მმართველობის პირობებში არაიდენტიფიცირებული შეიარაღებული ძალები გამოიყენონ ნებისმიერი მიზნით, რასაც უპასუხისმგებლო მმართველი ჩათვლის საჭიროდ”, - განაცხადა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ ორგანიზებულ სტრატეგიული დისკუსიის ფარგლებში მრგვალი მაგიდა მიმდინარეობს.

ანა მებურისვილი

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა