უახლესი ამბები
- 04.03.2021 21:18არ მიმაჩნია მიზანშეწონილად დღეს, საუბარი იმაზე, ვადამდელ არჩევნებამდე, როგორი გზით მივალთ და რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვა - სალომე სამადაშვილი
- 04.03.2021 20:16საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
- 04.03.2021 19:17არაფერს დავთმობთ პრინციპულს, მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს - ელენე ხოშტარია
- 04.03.2021 19:00პლებისციტი არის დავის გადაჭრის ძალიან დემოკრატიული გზა - ბადრი ჯაფარიძე
- 04.03.2021 18:48დავით ზალკალიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა
- 04.03.2021 18:25ახლა მთავარია, ივანიშვილი სააკაშვილის ჯინაზე პლებისციტს დათანხმდეს - გიგა ბოკერია
- 04.03.2021 17:151 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3190 ლარი გახდა
- 04.03.2021 17:15იაპონურ ბაზარზე ქართული კივის ექსპორტი განხორციელდა
- 04.03.2021 17:15მე მოცეკვავე არ ვარ, მაგრამ ვმღეროდი ქართულ ხალხურ სიმღერებს და ვიცი, რომ მრავალხმიანობა მნიშვნელოვანია - შალვა პაპუაშვილი ერთპარტიულობაზე
- 04.03.2021 16:55თუ ანაკლიის პორტის აშენება მართლა სურთ, შეწყვიტონ აბსურდული საქმე, დაარწმუნონ ინვესტორი პორტის აშენების განზრახვის სერიოზულობაში - გიგლა მიქაუტაძე
არქივი
კომენტარი


ახალი სკანდალი: სალომე ზურაბიშვილის მსგავსად საქართველოს ყოფილი ხელისუფლება ცხინვალის დაბომბვაში გორის მერმაც დაადანაშაულა
სალომე ზურაბიშვილის შემდეგ საქართველოს ყოფილი ხელისუფლება 2008 წელს ცხინვალის დაბომბვაში გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა დაადანაშაულა. კარალეთის დასახლებაში დევნილებთან შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ პირველი დაბომბვა სწორედ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს.
„ჩვენთან არავინ არ იყო გაფრთხილებული. ხომ შეიძლებოდა, აქედან რომ ისვრი, იქიდანაც გამოგიშვან საპასუხოდ. აქ რა მოხდებოდა, წარმოგიდგენიათ, ხომ? ჩვენ მერე მეორე დილით გავიგეთ,რომ გავიღვიძეთ, რვაში, ეს რა ხდებოდა, დაიწყო... კაციშვილმა არ ვიცოდით. თქვენ არ იცოდით, ჰოო.
ამაზე კითხვას რომ უსმევთ, იმათაც რომ გამოესროლათ ჩვენ რომ აქედან დაბომბვა დავიწყეთ ,იმათაც რომ ერთი გამოესროლათ რა გვეშველებოდა?!...“, - თქვა თავზარაშვილმა.
აგვისტოს ომზე საუბრისას, როცა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ თავზარაშვილს უთხრა, რომ აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მიხეილ სააკაშვილს არწმუნებდა, არ წამოგებოდა რუსულ პროვოკაციას, გორის მერმა დაუზუსტა, რომ იმავეს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისიც აკეთებდა. აღნიშნულ ვიდეოში, რომელსაც ადგილობრივი მედია ავრცელებს, თავზარაშვილი რაისს „ზანგად“ მოიხსენიებს.
თავზარაშვილი მოსახლეობას არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ შეხვდა. მან საპრეზიდენტო არჩევნებზეც ისაუბრა და მოსახლეობას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ტელეკომპანია „თრიალეთთან“ საუბარში გორის მერმა გაკვირვება გამოხატა, როცა კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტაციის გაწევაზე.
„სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ რატომ არ უნდა მოვუწოდო? ჩვენ ვუჭერთ მხარს“, -თქვა თავზარაშვილმა.
„თრიალეთის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ დევნილებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვადასხვა სოციალური პაკეტის მოხსნით ემუქრება.
„თრიალეთის“ ინფორმაციით, თავზარაშვილის მსგავსად სხვა მუნიციპალიტეტების პირველი პირებიც სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ საარჩევნო აგიტაციას ეწევიან.
საკვანძო სიტყვები:

არ მიმაჩნია მიზანშეწონილად დღეს, საუბარი იმაზე, ვადამდელ არჩევნებამდე, როგორი გზით მივალთ და რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვა - სალომე სამადაშვილი
4 მარტი, 2021 , 21:18

გამოჩნდა პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადები – ნათია თურნავა
4 მარტი, 2021 , 15:30

ნუ ვეძებთ შავ კატას შავ და ბნელ ოთახში - ირაკლი ქადაგიშვილი
3 მარტი, 2021 , 14:15

მელია დაჭერილი არ არის, გასაღები მის ხელშია და შეუძლია, კარები გააღოს და გამოვიდეს - ლადო კახაძე
3 მარტი, 2021 , 12:55

შევცვლით აქციების ფორმას, რათა ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლაზე საუბრისთვის ზედმეტი საბაბი არ მივცეთ -ზაალ უდუმაშვილი
2 მარტი, 2021 , 17:15

პრემიერი პარლამენტის პიკეტირების მცდელობაზე - ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, უკანონო და დესტრუქციული ქმედებები
2 მარტი, 2021 , 14:55