უახლესი ამბები
- 14.12.2024 11:56მიხეილ ყაველაშვილს თავის დროზე მთელი საქართველო ვგულშემატკივრობდით, დღეს ასე არ არის, მაგრამ დიდი უმრავლესობა გულშემატკივრობს - მამუკა მდინარაძე
- 14.12.2024 11:46მიწვეული ვიყავი პრეზიდენტ ტრამპის რეზიდენციაში ვახშამზე, რომელსაც ესწრებოდა თვითონ, მისი ადმინისტრაცია; გამახარა მათმა შეფასებამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე - პაატა ბურჭულაძე
- 14.12.2024 11:27„ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე“ - აქციის მონაწილეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ
- 14.12.2024 09:28საქართველოს პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე მივიდა
- 14.12.2024 09:04საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს
- 14.12.2024 08:26პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები იკრიბებიან
არქივი
კომენტარი
იოცნებოს, მაგრამ ეს არის ის `ოცნება`, რომლის ასრულებასაც ის ვერ მიაღწევს და ვერ მიაღწევს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოხდეს - ეკა ბესელია
იოცნებოს, მაგრამ ეს არის ის "ოცნება", რომლის ასრულებასაც ის ვერ მიაღწევს - ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, რომელმაც დღეს "ქართული ოცნების" სახელით, პრეზიდენტის წინააღმდეგ ხელახალი იმპიჩმენტის დაწყების შესახებ განაცხადა.
„პირველ რიგში ვუპასუხებ ასე შალვა პაპუაშვილს, იოცნებოს, მაგრამ ეს არის ის "ოცნება", რომლის ასრულებასაც ის ვერ მიაღწევს და ვერ მიაღწევს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოხდეს. რაც შეეხება მეორე ნაწილს, საკონსტიტუციო სასამართლო სად არის? არის საერთოდ? არვიცი. მას ჯერ ის გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია, რაც რუსულ კანონთან დაკავშირებით უნდა მიეღო. როდესაც პრეზიდენტი იწყებს ქვეყნის ევროპული გზის გადარჩენისთვის უმაღლესი დონის შეხვედრებს, ზუსტად მაშინ ხდება მის წინააღმდეგ შეტევა. შეტევა მიმართულია არა უშუალოდ პრეზიდენტის წინააღმდეგ მხოლოდ, არამედ საქართველოს ევროპული არჩევანის წინააღმდეგ. მათ არც კი ესმით, რას ნიშნავს კონსტიტუციური პროცესი და პოლიტიკური შეთანხმების პროცესი. ეს ორი სხვადასხვა რამეა და მინდა მარტივი განმარტება გავუკეთო პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც უნდა იცოდეს, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკური შეთანხმება ხდება ქართული ქარტიით. ეს არ არის კონსტიტუციური პროცესი, რომელიც დაიწყება პარლამენტში უკვე პოლიტიკური პროცესის გასაფორმებლად ამიტომ კონსტიტუციური ნორმის რაიმე დარღვევაზე საუბარი ძალიან არასერიოზულია", - განაცხადა ბესელიამ ტელეკომპანია "პირველთან".