უკან

რეგიონები

28 ოქტომბერი, 2016 12:00
font-size

ახალციხის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება ძარცვის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან განმარტება გააკეთა გუშინ ახალციხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს 178-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ძარცვას.

,,ყველას დაკითხვა მოხდება. მოგეხსენებათ, რომ წუხელ მისცა დაზარალებულმა ჩვენება. მინიმუმ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ დაიკითხება, შეატყობინოს როგორც წესია, ან მიიყვანოს და შესაბამისად, შემდეგ მოხდება მათი დაკითხვაც. მე რაც ვიცი, დღეს დილას ჯერ დაგეგმილი იყო შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რომ ენახათ, სად მოხდა, რა მოხდა და ადგილზე რაიმე კვალი არის თუ არა. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ამ გამოძიებას’’, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

ცნობისათვის: ნაციონალური მოძრაობის შტაბის წევრი, ნიკოლოზ ხიზაძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს და მის თანმხლებ პირებს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. მისი ინფორმაციით, გუშინ სოფელ მუსხში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრის გადასაღებად მიდიოდა, რა დროსაც გუბერნატორის, აკაკი მაჭუტაძის მანქანით გზა გადაუღობეს, რის შემდეგაც მას ფიზიკურად გაუსწორდა ახალციხის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი გია ბალიაშვილი, კამერა წაართვა და ტერიტორია გუბერნატორთან და სხვა პირებთან ერთად დატოვა.

ძარცვის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ხიზაძე დახლოებით სამი საათის განმავლობში იკითხებოდა ახალციხის პოლიციაში.

ნინო ექვთიმიშვილი

ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი

30 სექტემბერი, 2025 , 13:35

მესტიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცოლ-ქმარი გარდაიცვალა. შემთხვევა ჭუბერში წუხელ მოხდა, რა დროსაც, ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამ დროისთვის ორივე დაღუპუ

ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ

18 სექტემბერი, 2025 , 17:59

ხარაგაულში, სტიქიის ზონაში,“ძლიერი საქართველო-ლელოს” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე იმყოფებოდნენ. ისინი დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმ

გივი მიქანაძემ რაჭაში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა

16 სექტემბერი, 2025 , 11:51

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა. მინისტრმა პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მადლობა გადაუხადა იმ ფასდ

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე მეწყერის ჩამოწოლის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

10 სექტემბერი, 2025 , 10:55

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვ

კახეთში ახალი სასტუმრო „აგარანის მამული“ გაიხსნა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

8 სექტემბერი, 2025 , 12:58

საქართველოს ბანკი რეგიონების გაძლიერებას და ტურიზმის მხარდაჭერას კვლავ აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, კახეთში, სოფელ რუისპირში, ახალი სასტუმრო „აგარანის მამული“ გაიხსნა. პროექტის ჯამური ღი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია, სტიქიის ზონიდან გაყვანილია მოსახლეობა

3 სექტემბერი, 2025 , 15:58

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია - სტიქიის ზონაში გადაადგილება შეზღუდულია, პარალელურად მიმდინარეობს გეოლოგიური შესწავლა, - ამის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალი