უკან

პოლიტიკა

5 ოქტომბერი, 2017 13:50
font-size

ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არ არის ჩემი მთავარი კონკურენტი - კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ უარი თქვა თავისი ოპონენტის, ალეკო ელისაშვილის მორიგ შეთავაზებაზე, ერთმანეთს სატელევიზიო დებატებში შეხვედროდნენ. კალაძის განმარტებით, ის თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს თავის მთავარ კონკურენტად არ მიიჩნევს.

„ჩვენ დებატებში ვმონაწილეობთ, ამის პრობლემა „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია, ამის პრობლემა კახა კალაძეს არ გააჩნია. ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არ არის ჩემი მთავარი კონკურენტი - ჩემი მთავარი კონკურენტია ის პრობლემები, ის ტკივილი და წუხილი, რომელიც დღეს ქალაქს აწუხებს. მე მოვდივარ იმისთვის, რომ ვმართო ქალაქი და როგორც ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება - დებატები იქნება თუ სხვა მიმართულება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა“, - თქვა კალაძემ.

ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ელისაშვილმა კიდევ ერთხელ მიიწვია კალაძე სატელევიზიო დებატებში, იმ პირობით, რომ შემდგომ მას ფეხბურთშიც შეეჯიბრება.

ალეკო ელისაშვილმა ანალოგიური მოთხოვნით კახა კალაძეს ორშაბათსაც მიმართა, თუმცა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მას უარით უპასუხა.

ანა მებურიშვილი

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

21 სექტემბერი, 2025 , 10:52

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. პრესსამსახურის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. „აშშ-ში

ჩვენ იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი - შალვა პაპუაშვილი

19 სექტემბერი, 2025 , 13:29

ვხედავთ, რომ ბრიუსელი, სამწუხაროდ, აცდენილია ევროპულ ღირებულებებს, რომელიც, პირველ ყოვლისა, გულისხმობს საუბარს და დიალოგს. ვხედავთ, რომ მიდგომებში, რომელიც დღეს ბრიუსელშია, რთულია, დაინახო რაიმე კავშირი ევროპულ ღირებულებ

ბრიუსელის მერი ირაკლი კუპრაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

18 სექტემბერი, 2025 , 20:03

დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თაზო დათუნაშვილი ბრიუსელის მერმა მიიღო, – ა

მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს სიმკაცრე საჭიროა იმისათვის, რომ საზოგადოება და ქვეყანა განვითარდეს სწორად - ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი, 2025 , 19:52

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ორგანიზაცია „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებასთან დაკავშირებით არის საკმაოდ ხისტი, თუმცა მე მგონია, რომ არის პრაგმატული გადაწყვეტილება - არ შეიძლება ექსტრემიზმს ჰქონდ

რადიკალური ოპოზიციის შიგნით არის უთანხმოება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გზავნილებს უზიარებენ საზოგადოებას, ეს ყველაფერი კარგია იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ, საბოლოოდ, საზოგადოებისა და ქვეყნის დამშვიდება, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა- ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი, 2025 , 19:37

რადიკალური ოპოზიციის შიგნით არის უთანხმოება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გზავნილებს უზიარებენ საზოგადოებას, ეს ყველაფერი კარგია იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ, საბოლოოდ, საზოგადოებისა და ქვეყნის დამშვიდება, ეს

ახლა, როდესაც ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი, როგორც არასდროს, არავის მიეცემა არათუ რაიმე რევოლუციური სცენარის, არამედ რაიმე რადიკალური სცენარის განხორციელების საშუალება - ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი, 2025 , 19:25

ახლა, როდესაც ჩვენი სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი, როგორც არასდროს, არავის მიეცემა არათუ რაიმე რევოლუციური სცენარის, არამედ რაიმე რადიკალური სცენარის განხორციელების საშუალება, - ამის შესახებ პრემიერ-მი