უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 ოქტომბერი, 2017 12:00
font-size

სატელევიზიო დებატებში დავსხდეთ და პირობას გაძლევ, ფეხბურთშიც შეგეჯიბრები - ალეკო ელისაშვილი კახა კალაძეს დებატებში იწვევს (ვიდეო)

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა კიდევ ერთხელ მიიწვია სატელევიზიო დებატებში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე, ოღონდ იმ პირობით, რომ შემდგომ მასთან ფეხბურთშიც შეეჯიბრება. ელისაშვილმა შესაბამისი ვიდეო ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ატვირთა.

„გიწვევ დებატებში. ნებისმიერ სატელევიზიო დებატებში დავსხდეთ, თბილისზე ვიდებატოთ და მერე, პირობას გაძლევ, აირჩიე სტადიონი და ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთში შეგეჯიბრები. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით.

მოკლედ, ველოდები დებატების ადგილსა და სტადიონს“,- განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილის განმარტებით, სატელევიზიო დებატები კარგი საშუალებაა, რომ კონკურენტებმა თანაბარ პირობებში იმსჯელონ თბილისის პრობლემებზე.

ალეკო ელისაშვილმა ანალოგიური მოთხოვნით კახა კალაძეს ორშაბათს მიმართა, თუმცა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მას უარით უპასუხა.

ანა მებურიშვილი


სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას

12 იანვარი, 2026 , 13:25

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, 13 იანვარს, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ევროპის უსაფრთხოების საკითხს მიეძღვნება. პრესსამსახურის ინფორმაციით, ს

დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

12 იანვარი, 2026 , 13:21

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წლის გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „დღეს, მზია ამაღლობელის

ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი

12 იანვარი, 2026 , 13:11

წაქცეულ ადამიანებს ფეხს აღარ ურტყამენ, ამიტომ აღარ ვლაპარაკობ ოპოზიციაზე ბევრს, თავად ამბობენ, რომ მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დამთავრდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურ

ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

12 იანვარი, 2026 , 13:03

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები 13-15 იანვარს მასპინძლობს. ინფორმაციას მთავრობის ადმინის

ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი

9 იანვარი, 2026 , 15:12

ჩავარდა ქვეყნის გამყიდველთა გეგმა - არეულობის ქარცეცხლში გაეხვიათ საქართველო - რადიკალები დამარცხდნენ! - ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს

8 იანვარი, 2026 , 16:00

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აზუსტებენ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის, ახდენენ გემის და