პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილის შტაბის უფროსმა სამგორის პოლიციის გადაწყვეტილება გაასაჩივრა
ალეკო ელისაშვილის შტაბის უფროსმა ვანო ნორაკიძემ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში სამგორის პოლიციის გადაწყვეტილების წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა, რომელიც ეხება ალეკო ელისაშვილზე გამოქვეყებული ვიდეოკადრების გამოძიებაზე უარის თქმას.
რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია, როგორ აგროვებენ „ნაციონალური მოძრაობის“ მაისურებში ჩაცმული პირები ხელმოწერებს ელისაშვილის სასარგებლოდ.
ნორაკიძის თქმით, გამოძიების მოთხოვნით მან უწყებათაშორისო კომისიას მიმართა, თუმცა იქ ელისაშვილის საქმით არ დაინტერესდნენ.
„ვასაჩივრებ პროკურორის უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც გულისხმობს ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ გავრცელებული ვიდეოკადრების გამოძიებაზე უარის თქმას.
ჩვენ ეს საკითხი ასევე დავაყენეთ უწყებათაშორისო კომისიის სხდომაზე, რომელსაც თავმდჯომარეობს თეა წულუკიანი, თუმცა, სამწუხაროდ, სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებისგანაც გამოიკვეთა, რომ ისინი არ არიან დაინტერესებული ამის გამოძიებით“, -თქვა ნორაკიძემ.
შეგახსენებთ, თბილისის მერობის არჩევნებზე დასარეგისტრირებლად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ელისაშვილისგან, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატისგან, მოითხოვა 10 000 ხელმოწერის წარდგენა 1-ელი სექტემბრისთვის. „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა ხელმოწერების შეგროვებაში დახმარება შესთავაზა, რაზეც ელისაშვილისგან უარი მიიღო.
1-ელ სექტემბერს ალეკო ელისაშვილმა ცესკოს 19 576 ხელმოწერა წარუდგინა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:59
განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:43
ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:48
რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:39
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

